04 ოქტომბრიდან აეროპორტსა და თბილისის შემოგარენში აღარ ფუნქციონირებს ფიქსირებული ტარიფები. მგზავრი იხდის იმდენ თანხას რამდენსაც წერს მრიცხველი.
კალკულაციის მეთოდი შემდეგია: მგზავრობის საფასურს დანიშნულების ადგილამდე ავტომატურად ემატება ფიქსირებული თანხა. 

დამატებული თანხის რაოდენობა ტერიტორიების მიხედვით შემდეგია:

  1. აეროპორტი - 8.5ლარი
  2. წყნეთი - 2.5ლარი
  3. ლილო - 5.95 ლარი
  4. რუსთავი - 8.5 ლარი
  5. მთაწმინდის პარკი - 4.25 ლარი
  6. წავკისი (მარო მაყაშვილის აღმართის გავლით) - 4.25 ლარი
  7. წავკისი (ნადიკვარის აღმართის გავლით) - 4.25 ლარი
  8. კოჯორი - 8.5ლარი
  9. მცხეთა - საგურამო - 8.5 ლარი

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, ტარიფზე შეთანხმება ხდება წინასწარ, უშუალოდ მძღოლთან. 

Did this answer your question?