დაწყება
ამ პარაგრაფში თქვენ გაეცნობით როგორ უნდა შექმნათ ანგარიში, როგორ უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია.
რეგისტრაცია
იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ CityPay.io - ზე, გთხოვთ მიჰყევით ინსტრუქციას:
1. ეწვიეთ ჩვენს ვებ საიტს: „დააჭირეთ აქ“
2. დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს
3. აირჩიეთ ქვეყანა
4. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: შეიყვანეთ თქვენი სრული სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და აირჩიეთ პაროლი. დარწმუნდით, რომ თქვენი პაროლი ძლიერია ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
5. "რეგისტრაციაზე" დაჭერის შემდეგ, პირად ელფოსტაზე მოგივათ ვერიფიკაციის კოდი. გთხოვთ შეიყვანოთ ვერიფიკაციის კოდი.
ასევე გაითვალისწინეთ : ელფოსტის ვერიფიკაცია მხოლოდ ხდება იმავე მოწყობილობაზე, სადაც რეგისტრირდებით.
6. ელფოსტის ვერიფიკაციის შემდეგ, საჭიროა გაიაროთ პირადი ინფორმაციის ვერიფიკაცია CityPay - ის სერვისის გამოსაყენებლად
7. პირველ რიგში აირჩიეთ რომელ მოწყობილობაზე გსურთ ვერიფიკაციის გავლა
8. აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ხართ
9. აირჩიეთ რომელი დოკუმენტით გსურთ ვერიფიკაციის გავლა
10. ატვირთეთ თქვენი არჩეული დოკუმენტის წინა და უკანა მხარე
გთხოვთ გაითვალისწინეთ: დოკუმენტების ვერიფიკაციას დაახლოებით რამდენიმე საათი დასჭირდება
11. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - კლიენტის ძირითადი ინფორმაცია:
1) გაქვთ თუ არა ორმაგი მოქალაქეობა
2) თქვენი რეგისტრაციის მისამართი
3) ემთხვევა თუ არა თქვენი რეგისტრაციის მისამართი ფაქტობრივ მისამართს
4) თქვენი მობილურის ნომერი
12. კლიენტის ძირითადი ინფორმაციის შემდეგ, საჭიროა შეიყვანოთ ინფორმაცია "კლიენტის საქმიანობა და შპს "სითიფეისთან" საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანი"
1) საფულის გასნის მიზანი
2) შემოსავლის წყარო
3) საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
4) საქმიანობის სფერო
13. ყოველი ინფორმაციის დადასტურების შემდეგ თქვენ გაივლით ვერიფიკაციას, რითაც შეძლებთ გამოიყენოთ "სითიფეის" სერვისი.