Skip to main content

რა ტიპის ვირტუალური აქტივებია მხარდაჭერილი CityPay-ში?

  1. კრიპტო საფულე

ვერიფიკაციის დასრულებისთანავე, მომხმარებლისთვის აქტიურდება სამი ძირითადი კრიპტო საფულე, რომლებიც შეესაბამება პლატფორმაზე მხარდაჭერილ კრიპტო აქტივებს:

  • BTC (Bitcoin)
    ​
    ბიტკოინის საფულე განკუთვნილია BTC აქტივის ტრანზაქციებისთვის. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს და გააგზავნოს ბიტკოინი როგორც გარე ბლოკჩეინ საფულეზე , ასევე CityPay-ს სხვა მომხმარებელთან საკომისიოს გარეშე.

  • LTC (Litecoin)
    ​
    ლაიტკოინის საფულე ემსახურება Litecoin-ის ტრანზაქციებს და იდეალურია სწრაფი და დაბალღირებულებიანი ოპერაციების განსახორციელებლად. ფუნქციონალით იგი ანალოგიურია BTC საფულესთან.

  • USDT (Polygon)
    ​
    სტაბილური ქოინი USDT წარმოდგენილია Polygon (MATIC) ბლოკჩეინის ქსელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას განახორციელოს ოპერაციები დოლართან მიბმულ აქტივში, დაბალი საკომისიოთი.

2. ტოკენიზებული ვალუტის საფულე

CityPay.io ქმნის ცალკე სივრცეს ტოკენიზებული ფიატ ვალუტებისთვის - ეს არის ვირტუალური აქტივები, რომლებიც შექმნილია CityPay-ს მიერ Polygon ქსელზე, ისინი იკვეთება ბლოკჩეინის ეფექტურობასთან და ტრადიციული ვალუტის სტაბილურობასთან. საფულის მიზანია, რომ მომხმარებელმა ტოკენიზებული ვირტუალური აქტივებით მარტივად შეძლოს სხვა ვირტუალური აქტივების ყიდვა.

  • GELX (Tokenized GEL)
    ​
    ტოკენიზებული ქართული ლარი წარმოადგენს ვირტუალურ აქტივს, რომელიც ემყარება ლართან 1:1 პროპორციას. იგი გამოიყენება იმ ოპერაციებისთვის, სადაც ფიატ აქტივის ციფრული ფორმატით გამოყენება არის საჭირო. მომხმარებელი GELX-ის მეშვეობით ახორციელებს შიდა ტრანზაქციებსა და სხვა ვირტუალური აქტივების ყიდვას.

  • USDX (Tokenized USD)

    USDX წარმოადგენს აშშ დოლარის ტოკენიზებულ ვერსიას და ანალოგიურად, აქვს 1:1 ღირებულება დოლართან. იგი ასევე გამოიყენება იმ ოპერაციებისთვის, სადაც ფიატ აქტივის ვირტუალური ფორმატით გამოყენება არის საჭირო. მომხმარებელი USDX-ის მეშვეობით ახორციელებს შიდა ტრანზაქციებსა და სხვა ვირტუალური აქტივების ყიდვას.

Did this answer your question?