Skip to main content

რა ტიპის საფულეები არსებობს CityPay-ში?

Vakhtangi S. avatar
Written by Vakhtangi S.
Updated this week
  1. კრიპტო საფულეები

ვერიფიკაციის დასრულებისთანავე, მომხმარებლისთვის აქტიურდება სამი ძირითადი კრიპტო საფულე, რომლებიც შეესაბამება პლატფორმაზე მხარდაჭერილ კრიპტო აქტივებს:

  • BTC (Bitcoin) საფულე
    ბიტკოინის საფულე განკუთვნილია BTC აქტივის ტრანზაქციებისთვის. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს და გააგზავნოს ბიტკოინი როგორც გარე ბლოკჩეინ საფულეზე , ასევე CityPay-ის სხვა მომხმარებელთან საკომისიოს გარეშე.

  • LTC (Litecoin) საფულე
    ლაიტკოინის საფულე ემსახურება Litecoin-ის ტრანზაქციებს და იდეალურია სწრაფი და დაბალღირებულებიანი ოპერაციების განსახორციელებლად. ფუნქციონალით იგი ანალოგიურია BTC საფულესთან.

  • USDT (Polygon) საფულე
    სტაბილური ქოინი USDT წარმოდგენილია Polygon (MATIC) ბლოკჩეინის ქსელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას განახორციელოს ოპერაციები დოლართან მიბმულ აქტივში, დაბალი საკომისიოთი.

2. ტოკენიზებული ფიატ საფულეები

CityPay.io ქმნის ცალკე სივრცეს ტოკენიზებული ფიატ ვალუტებისთვის - ეს არის ციფრული ტოკენები, რომლებიც შექმნილია CityPay-ს მიერ Polygon ქსელზე, ისინი იკვეთება ბლოკჩეინის ეფექტურობასთან და ტრადიციული ვალუტის სტაბილურობასთან: საფულის მიზანია, რომ მომხმარებელმა ტოკენიზებული ფიატ ვალუტით მარტივად შეძლოს კრიპტო აქტივების ყიდვა.

  • GELX (Tokenized GEL)
    ტოკენიზებული ქართული ლარი წარმოადგენს ციფრულ ტოკენს, რომელიც ემყარება ლართან 1:1 პროპორციას. იგი გამოიყენება იმ ოპერაციებისთვის, სადაც ფიატ აქტივის ციფრული ფორმატით გამოყენება არის საჭირო. მომხმარებელი GELX-ის მეშვეობით ახორციელებს შიდა ტრანზაქციებსა და კრიპტო აქტივების ყიდვას.

  • USDX(Tokenized USD)

    USDX წარმოადგენს აშშ დოლარის ტოკენიზებულ ვერსიას და ანალოგიურად, აქვს 1:1 ღირებულება დოლართან. იგი ასევე გამოიყენება იმ ოპერაციებისთვის, სადაც ფიატ აქტივის ციფრული ფორმატით გამოყენება არის საჭირო. მომხმარებელი USDX-ის მეშვეობით ახორციელებს შიდა ტრანზაქციებსა და კრიპტო აქტივების ყიდვას.

Did this answer your question?