CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია-ვერიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სრულფასოვან სერვისებზე წვდომას.
ვერიფიკაცია ხორციელდება პარტნიორი პლატფორმის, Sumsub-ის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად ამოწმებს თქვენ დოკუმენტაციას, ბიომეტრიულ მონაცემებს და ფინანსურ პროფილს.
Sumsub შეესაბამება GDPR და ISO სტანდარტებს და წარმოადგენს CityPay-ის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს.
რეგისტრაციის დაწყებისას, უბრალოდ აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ, და მიჰყევით ინსტრუქციებს ეკრანზე.
CityPay-ში რეგისტრაცია Mail-ის გამოყენებით:
ელ.ფოსტის შეყვანა: ელ.ფოსტის ველში შეიყვანეთ თქვენი მოქმედი ელ.ფოსტის მისამართი.
პაროლის შექმნა: შექმენით უსაფრთხო პაროლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მინიმუმ 8 სიმბოლო
დიდი და პატარა ლათინური ასოები
მინიმუმ ერთი ციფრი
მინიმუმ ერთი სპეციალური სიმბოლო (მაგალითად: !, %, &, #, $, *, +, -, ., /, :, <, >, =, ?, @, , ^, _, `, {, |, }, ~).
პაროლის გამეორება: "გაიმეორეთ პაროლი" ველში ზუსტად გაიმეორეთ შექმნილი პაროლი; პაროლის სისწორის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ველის გვერდით მოთავსებული "თვალის" ხატულა.
ღილაკი "რეგისტრაცია": ყველა საჭირო ველის შევსებისა და პირობებზე დათანხმების შემდეგ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს წარწერით "რეგისტრაცია".
OTP ვალიდაცია: თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გაიგზავნება 4-ნიშნა OTP (One-Time Password) კოდი. შეიყვანეთ ეს კოდი შესაბამის ველში, თქვენი ელ.ფოსტის მისამართის დასადასტურებლად.
რეგისტრაცია: OTP კოდის წარმატებით ვალიდაციის შემდეგ, რეგისტრაცია დასრულდება და გადადიხართ ვერიფიკაციის პროცესზე.
ვერიფიკაცია მოიცავს პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვასა და KYC კითხვარის შევსებას, რომლებიც შეეხება თქვენს პირად ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ტრანზაქციების მიზნებს.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა:
პირველ რიგში, ეკრანზე გამოჩნდება ჩამოსაშლელი სია, საიდანაც უნდა მონიშნოთ დოკუმენტის გამცემი ქვეყანა.
შემდეგ აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი:
პირადობის მოწმობა
პასპორტი.
მონიშნეთ “გაგრძელება”.
ფოტოს ატვირთვა/გადაღების ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადასტურეთ კამერაზე წვდომა.
კამერაზე წვდომის თანხმობის შემდეგ, გადახვალთ დოკუმენტის დადასტურების გვერდზე:
ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუქცია:
„გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ კამერაში დოკუმენტი ჩანს მკაფიოდ და აღქმადია“.მოათავსეთ თქვენი პირადობის მოწმობა / პასპორტი კამერის წინ ისე, რომ ყველა დეტალი მკაფიოდ ჩანდეს.
ეკრანზე მოცემული მითითებების მიხედვით აჩვენეთ დოკუმენტის წინა და უკანა მხარე (ან მონიშნეთ დოკუმენტის ატვირთვა).
დოკუმენტის წარმატებით ჩვენების შემდეგ, სისტემა მოგთხოვთ სახის ამოცნობის პროცედურის გავლას.
სახის ამოცნობის პროცედურა:
მოათავსეთ თქვენი სახე კამერის წინ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს (მაგალითად, შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ თავის მობრუნება, გაღიმება ან სხვა მოქმედების შესრულება).
დარწმუნდით, რომ სახე კარგად ჩანს და იმყოფებით განათებულ ადგილას.
აუცილებელია მოიხსნათ დამატებითი აქსესუარები - ქუდი, სათვალე და პირბადე.
შემდეგ ეტაპზე გთხოვთ შეავსოთ KYC კითხვარი:
თქვენი ძირითადი პერსონალური ინფორმაცია.
საფულის გახსნის მიზანი.
შემოსავლის წყარო.
საქმიანობის სფერო და დაკავებული პოზიცია.
თქვენი საქმიანობის ტიპი.
თქვენი ყოველთვიური ჯამური შემოსავალი.
მოსალოდნელი თვიური ბრუნვა.
მიყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და დარწმუნდით, რომ ყველა ველი ზუსტად და სრული სახით არის შევსებული.
ყველა საჭირო ნაბიჯის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენი ვერიფიკაციის განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება CityPay-ს.
განხილვის დრო ინდივიდუალურია - გთხოვთ, მოთმინებით დაელოდოთ შეტყობინებას ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ.
წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას, რის შემდეგაც თქვენ გექნებათ CityPay-ს ყველა სერვისზე წვდომა.
უარყოფის შემთხვევაში, CityPay მოგაწვდით შესაბამის განმარტებას, შეტყობინების სახით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვერიფიკაციის პროცესი შეწყვიტა, (მაგალითად, არ შეავსო ფინანსური კითხვარი სრულად) საჭიროა, რომ იგი დაუბრუნდეს პროცედურის ნაბიჯებს იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს თავიდან მოუწევს ვერიფიკაციის საქყისი ეტაპის - იდენტობის შესაბამისობის დადასტურების ხელახლა გავლა.