Skip to main content

რეგისტრაცია-ვერიფიკაცია Google-ით

Updated this week

CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია-ვერიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სრულფასოვან სერვისებზე წვდომას.

ვერიფიკაცია ხორციელდება პარტნიორი პლატფორმის, Sumsub-ის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად ამოწმებს თქვენ დოკუმენტაციას, ბიომეტრიულ მონაცემებს და ფინანსურ პროფილს.

Sumsub შეესაბამება GDPR და ISO სტანდარტებს და წარმოადგენს CityPay-ის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს.

რეგისტრაციის დაწყებისას, უბრალოდ აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ, და მიჰყევით ინსტრუქციებს ეკრანზე.

CityPay-ში რეგისტრაცია Google-ის გამოყენებით:

  • ავტორიზაციის გვერდზე იხილავთ შესვლის ალტერნატიულ მეთოდებს, მათ შორის Google-ის ლოგოს. დააჭირეთ Google-ის ლოგოს.

  • Google-ის ანგარიშის არჩევა ან შესვლა:

    • თუ თქვენ უკვე შესული ხართ თქვენს Google-ის ანგარიშზე, ამავე ბრაუზერში გამოჩნდება თქვენი ანგარიშების სია. აირჩიეთ ის ანგარიში, რომლის გამოყენებაც გსურთ CityPay-ს საფულეში შესასვლელად.

    • თუ არ ხართ შესული თქვენს Google-ის ანგარიშზე, Google მოგთხოვთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის და პაროლის შეყვანას. შეიყვანეთ თქვენი Google-ის ანგარიშის მონაცემები და დააჭირეთ "შემდეგი".

  • ნებართვის მიცემა (საჭიროების შემთხვევაში): Google მოგთხოვთ ნებართვას, რომ CityPay-ს მიეცეს წვდომა თქვენს Google-ის ანგარიშის გარკვეულ ინფორმაციაზე (მაგალითად: ელ.ფოსტის მისამართი). დაადასტურეთ ნებართვა, რათა გააგრძელოთ რეგისტრაცია.

  • რეგისტრაცია: ნებართვის დადასტურების შემდეგ, თქვენ ავტომატურად შეხვალთ თქვენს CityPay-ს ანგარიშზე Google-ის გამოყენებით.

ვერიფიკაცია მოიცავს პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვასა და KYC კითხვარის შევსებას, რომლებიც შეეხება თქვენს პირად ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ტრანზაქციების მიზნებს.

საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა:

  • პირველ რიგში, ეკრანზე გამოჩნდება ჩამოსაშლელი სია, საიდანაც უნდა მონიშნოთ დოკუმენტის გამცემი ქვეყანა.

  • შემდეგ აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი:

    • პირადობის მოწმობა

    • პასპორტი.

  • მონიშნეთ “გაგრძელება”.

  • ფოტოს ატვირთვა/გადაღების ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადასტურეთ კამერაზე წვდომა.

  • კამერაზე წვდომის თანხმობის შემდეგ, გადახვალთ დოკუმენტის დადასტურების გვერდზე:

    • ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუქცია:
      „გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ კამერაში დოკუმენტი ჩანს მკაფიოდ და აღქმადია“.

    • მოათავსეთ თქვენი პირადობის მოწმობა / პასპორტი კამერის წინ ისე, რომ ყველა დეტალი მკაფიოდ ჩანდეს.

    • ეკრანზე მოცემული მითითებების მიხედვით აჩვენეთ დოკუმენტის წინა და უკანა მხარე (ან მონიშნეთ დოკუმენტის ატვირთვა).

    • დოკუმენტის წარმატებით ჩვენების შემდეგ, სისტემა მოგთხოვთ სახის ამოცნობის პროცედურის გავლას.

სახის ამოცნობის პროცედურა:

  • მოათავსეთ თქვენი სახე კამერის წინ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს (მაგალითად, შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ თავის მობრუნება, გაღიმება ან სხვა მოქმედების შესრულება).

  • დარწმუნდით, რომ სახე კარგად ჩანს და იმყოფებით განათებულ ადგილას.

  • აუცილებელია მოიხსნათ დამატებითი აქსესუარები - ქუდი, სათვალე და პირბადე.

შემდეგ ეტაპზე გთხოვთ შეავსოთ KYC კითხვარი:

  • თქვენი ძირითადი პერსონალური ინფორმაცია.

  • საფულის გახსნის მიზანი.

  • შემოსავლის წყარო.

  • საქმიანობის სფერო და დაკავებული პოზიცია.

  • თქვენი საქმიანობის ტიპი.

  • თქვენი ყოველთვიური ჯამური შემოსავალი.

  • მოსალოდნელი თვიური ბრუნვა.

მიყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და დარწმუნდით, რომ ყველა ველი ზუსტად და სრული სახით არის შევსებული.

  • ყველა საჭირო ნაბიჯის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენი ვერიფიკაციის განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება CityPay-ს.

  • განხილვის დრო ინდივიდუალურია - გთხოვთ, მოთმინებით დაელოდოთ შეტყობინებას ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ.

  • წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას, რის შემდეგაც თქვენ გექნებათ CityPay-ს ყველა სერვისზე წვდომა.

  • უარყოფის შემთხვევაში, CityPay მოგაწვდით შესაბამის განმარტებას, შეტყობინების სახით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვერიფიკაციის პროცესი შეწყვიტა, (მაგალითად, არ შეავსო ფინანსური კითხვარი სრულად) საჭიროა, რომ იგი დაუბრუნდეს პროცედურის ნაბიჯებს იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს თავიდან მოუწევს ვერიფიკაციის საქყისი ეტაპის - იდენტობის შესაბამისობის დადასტურების ხელახლა გავლა.

Did this answer your question?