CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია-ვერიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სრულფასოვან სერვისებზე წვდომას.
ვერიფიკაცია ხორციელდება პარტნიორი პლატფორმის, Sumsub-ის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად ამოწმებს თქვენ დოკუმენტაციას, ბიომეტრიულ მონაცემებს და ფინანსურ პროფილს.
Sumsub შეესაბამება GDPR და ISO სტანდარტებს და წარმოადგენს CityPay-ის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს.
რეგისტრაციის დაწყებისას, უბრალოდ აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ, და მიჰყევით ინსტრუქციებს ეკრანზე.
CityPay-ში რეგისტრაცია Google-ის გამოყენებით:
ავტორიზაციის გვერდზე იხილავთ შესვლის ალტერნატიულ მეთოდებს, მათ შორის Google-ის ლოგოს. დააჭირეთ Google-ის ლოგოს.
Google-ის ანგარიშის არჩევა ან შესვლა:
თუ თქვენ უკვე შესული ხართ თქვენს Google-ის ანგარიშზე, ამავე ბრაუზერში გამოჩნდება თქვენი ანგარიშების სია. აირჩიეთ ის ანგარიში, რომლის გამოყენებაც გსურთ CityPay-ს საფულეში შესასვლელად.
თუ არ ხართ შესული თქვენს Google-ის ანგარიშზე, Google მოგთხოვთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის და პაროლის შეყვანას. შეიყვანეთ თქვენი Google-ის ანგარიშის მონაცემები და დააჭირეთ "შემდეგი".
ნებართვის მიცემა (საჭიროების შემთხვევაში): Google მოგთხოვთ ნებართვას, რომ CityPay-ს მიეცეს წვდომა თქვენს Google-ის ანგარიშის გარკვეულ ინფორმაციაზე (მაგალითად: ელ.ფოსტის მისამართი). დაადასტურეთ ნებართვა, რათა გააგრძელოთ რეგისტრაცია.
რეგისტრაცია: ნებართვის დადასტურების შემდეგ, თქვენ ავტომატურად შეხვალთ თქვენს CityPay-ს ანგარიშზე Google-ის გამოყენებით.
ვერიფიკაცია მოიცავს პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვასა და KYC კითხვარის შევსებას, რომლებიც შეეხება თქვენს პირად ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ტრანზაქციების მიზნებს.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა:
პირველ რიგში, ეკრანზე გამოჩნდება ჩამოსაშლელი სია, საიდანაც უნდა მონიშნოთ დოკუმენტის გამცემი ქვეყანა.
შემდეგ აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი:
პირადობის მოწმობა
პასპორტი.
მონიშნეთ “გაგრძელება”.
ფოტოს ატვირთვა/გადაღების ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადასტურეთ კამერაზე წვდომა.
კამერაზე წვდომის თანხმობის შემდეგ, გადახვალთ დოკუმენტის დადასტურების გვერდზე:
ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუქცია:
„გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ კამერაში დოკუმენტი ჩანს მკაფიოდ და აღქმადია“.მოათავსეთ თქვენი პირადობის მოწმობა / პასპორტი კამერის წინ ისე, რომ ყველა დეტალი მკაფიოდ ჩანდეს.
ეკრანზე მოცემული მითითებების მიხედვით აჩვენეთ დოკუმენტის წინა და უკანა მხარე (ან მონიშნეთ დოკუმენტის ატვირთვა).
დოკუმენტის წარმატებით ჩვენების შემდეგ, სისტემა მოგთხოვთ სახის ამოცნობის პროცედურის გავლას.
სახის ამოცნობის პროცედურა:
მოათავსეთ თქვენი სახე კამერის წინ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს (მაგალითად, შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ თავის მობრუნება, გაღიმება ან სხვა მოქმედების შესრულება).
დარწმუნდით, რომ სახე კარგად ჩანს და იმყოფებით განათებულ ადგილას.
აუცილებელია მოიხსნათ დამატებითი აქსესუარები - ქუდი, სათვალე და პირბადე.
შემდეგ ეტაპზე გთხოვთ შეავსოთ KYC კითხვარი:
თქვენი ძირითადი პერსონალური ინფორმაცია.
საფულის გახსნის მიზანი.
შემოსავლის წყარო.
საქმიანობის სფერო და დაკავებული პოზიცია.
თქვენი საქმიანობის ტიპი.
თქვენი ყოველთვიური ჯამური შემოსავალი.
მოსალოდნელი თვიური ბრუნვა.
მიყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და დარწმუნდით, რომ ყველა ველი ზუსტად და სრული სახით არის შევსებული.
ყველა საჭირო ნაბიჯის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენი ვერიფიკაციის განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება CityPay-ს.
განხილვის დრო ინდივიდუალურია - გთხოვთ, მოთმინებით დაელოდოთ შეტყობინებას ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ.
წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას, რის შემდეგაც თქვენ გექნებათ CityPay-ს ყველა სერვისზე წვდომა.
უარყოფის შემთხვევაში, CityPay მოგაწვდით შესაბამის განმარტებას, შეტყობინების სახით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვერიფიკაციის პროცესი შეწყვიტა, (მაგალითად, არ შეავსო ფინანსური კითხვარი სრულად) საჭიროა, რომ იგი დაუბრუნდეს პროცედურის ნაბიჯებს იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს თავიდან მოუწევს ვერიფიკაციის საქყისი ეტაპის - იდენტობის შესაბამისობის დადასტურების ხელახლა გავლა.