Skip to main content

რეგისტრაცია-ვერიფიკაცია Telegram-ით

Updated this week

CityPay-ის საფულეზე წვდომისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია-ვერიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სრულფასოვან სერვისებზე წვდომას.

ვერიფიკაცია ხორციელდება პარტნიორი პლატფორმის, Sumsub-ის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად ამოწმებს თქვენ დოკუმენტაციას, ბიომეტრიულ მონაცემებს და ფინანსურ პროფილს.

Sumsub შეესაბამება GDPR და ISO სტანდარტებს და წარმოადგენს CityPay-ის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს.

რეგისტრაციის დაწყებისას, უბრალოდ აირჩიეთ ის ქვეყანა, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ, და მიჰყევით ინსტრუქციებს ეკრანზე.

CityPay-ში რეგისტრაცია Telegram-ის გამოყენებით:

  • რეგისტრაციის გვერდზე მოცემულია სხვადასხვა შესვლის მეთოდი. თუ გსურთ ანგარიშზე წვდომა Telegram-ის მეშვეობით, დააჭირეთ Telegram-ის ლოგოს შესაბამის ჩარჩოზე.

  • ლოგოზე დაწკაპუნების შემდეგ თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით Telegram-თან დაკავშირების გვერდზე.

ამ ეტაპზე შესაძლოა დაგჭირდეთ:

  1. Telegram აპლიკაციის გახსნა, თუ ის უკვე დაინსტალირებული გაქვთ თქვენს კომპიუტერში/სმარტფონში ან

  2. რეგისტრაციის გაგრძელება Telegram Web-ის საშუალებით.

  • Telegram-ით რეგისტრაციის გვერდზე საჭიროა ტელეფონის ნომრის შეყვანა, რომელითაც შექმნილი გაქვთ Telegram-ის ანგარიში. გთხოვთ, შეიყვანოთ ნომერი საერთაშორისო ფორმატში, მაგალითად: (+995 5XXXXXXXX).

  • ტელეფონის ნომრის შეყვანის შემდეგ, Telegram-ი გამოგიგზავნით შეტყობინებას შემდეგი შინაარსით: "To authorize this request, use the 'Confirm' button below."

ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა:

  1. გახსნათ შეტყობინება Telegram-ის აპლიკაციაში ან Telegram Web-ში;

  2. დააჭიროთ ღილაკს "Confirm" (დადასტურება), რომელიც განთავსებულია შეტყობინების ქვედა ნაწილში.

  3. “Confirm” ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად დასრულდება რეგისტრაცია და თქვენ უნდა დაბრუნდეთ CityPay-ის სისტემაში.

  4. CityPay-ს სისტემაში დაბრუნების შემდეგ, გთხოვთ, დააჭიროთ ღილაკს “ACCEPT” (თანხმობა), რათა მისცეთ შესაბამისი ნებართვა.

ვერიფიკაცია მოიცავს პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვასა და KYC კითხვარის შევსებას, რომლებიც შეეხება თქვენს პირად ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ტრანზაქციების მიზნებს.

საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა:

  • პირველ რიგში, ეკრანზე გამოჩნდება ჩამოსაშლელი სია, საიდანაც უნდა მონიშნოთ დოკუმენტის გამცემი ქვეყანა.

  • შემდეგ აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი:

    • პირადობის მოწმობა

    • პასპორტი.

  • მონიშნეთ “გაგრძელება”.

  • ფოტოს ატვირთვა/გადაღების ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადასტურეთ კამერაზე წვდომა.

  • კამერაზე წვდომის თანხმობის შემდეგ, გადახვალთ დოკუმენტის დადასტურების გვერდზე:

    • ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუქცია:
      „გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ კამერაში დოკუმენტი ჩანს მკაფიოდ და აღქმადია“.

    • მოათავსეთ თქვენი პირადობის მოწმობა / პასპორტი კამერის წინ ისე, რომ ყველა დეტალი მკაფიოდ ჩანდეს.

    • ეკრანზე მოცემული მითითებების მიხედვით აჩვენეთ დოკუმენტის წინა და უკანა მხარე (ან მონიშნეთ დოკუმენტის ატვირთვა).

    • დოკუმენტის წარმატებით ჩვენების შემდეგ, სისტემა მოგთხოვთ სახის ამოცნობის პროცედურის გავლას.

სახის ამოცნობის პროცედურა:

  • მოათავსეთ თქვენი სახე კამერის წინ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს (მაგალითად, შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ თავის მობრუნება, გაღიმება ან სხვა მოქმედების შესრულება).

  • დარწმუნდით, რომ სახე კარგად ჩანს და იმყოფებით განათებულ ადგილას.

  • აუცილებელია მოიხსნათ დამატებითი აქსესუარები - ქუდი, სათვალე და პირბადე.

შემდეგ ეტაპზე გთხოვთ შეავსოთ KYC კითხვარი:

  • თქვენი ძირითადი პერსონალური ინფორმაცია.

  • საფულის გახსნის მიზანი.

  • შემოსავლის წყარო.

  • საქმიანობის სფერო და დაკავებული პოზიცია.

  • თქვენი საქმიანობის ტიპი.

  • თქვენი ყოველთვიური ჯამური შემოსავალი.

  • მოსალოდნელი თვიური ბრუნვა.

მიყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს და დარწმუნდით, რომ ყველა ველი ზუსტად და სრული სახით არის შევსებული.

  • ყველა საჭირო ნაბიჯის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენი ვერიფიკაციის განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება CityPay-ს.

  • განხილვის დრო ინდივიდუალურია - გთხოვთ, მოთმინებით დაელოდოთ შეტყობინებას ვერიფიკაციის სტატუსის შესახებ.

  • წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას, რის შემდეგაც თქვენ გექნებათ CityPay-ს ყველა სერვისზე წვდომა.

  • უარყოფის შემთხვევაში, CityPay მოგაწვდით შესაბამის განმარტებას, შეტყობინების სახით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ვერიფიკაციის პროცესი შეწყვიტა, (მაგალითად, არ შეავსო ფინანსური კითხვარი სრულად) საჭიროა, რომ იგი დაუბრუნდეს პროცედურის ნაბიჯებს იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს თავიდან მოუწევს ვერიფიკაციის საქყისი ეტაპის - იდენტობის შესაბამისობის დადასტურების ხელახლა გავლა.

Did this answer your question?