Skip to main content

როგორ შევიდეთ CityPay-ს საფულეში?

Vakhtangi S. avatar
Written by Vakhtangi S.
Updated yesterday

CityPay-ს საფულეში შესვლა:

  1. ბრაუზერის გახსნა: გახსენით თქვენთვის სასურველი ვებ-ბრაუზერი (მაგალითად, Google Chrome, Mozilla Firefox, Safari, Opera და სხვა).

  2. ვებ-გვერდის მისამართის შეყვანა: მისამართის ველში ჩაწერეთ CityPay-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი (`CityPay.io`) და დააჭირეთ Enter-ს.

  3. ლენდინგ გვერდი: თქვენ გადახვალთ CityPay-ს საწყის გვერდზე.

  4. ღილაკი "შესვლა": ლენდინგ გვერდზე ნახავთ ლურჯ ღილაკს წარწერით "შესვლა" - დააჭირეთ ამ ღილაკს.

  5. ავტორიზაციის გვერდი: “შესვლა” ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით ავტორიზაციის გვერდზე.

  6. მონაცემების შეყვანა: ავტორიზაციისთვის საჭიროა შეიყვანოთ თქვენი რეგისტრირებული ელ.ფოსტა და პაროლი.

  7. პაროლის ნახვა (optional): იმ შემთხვევაში თუ გსურთ შეამოწმოთ, სწორად შეგყავთ თუ არა პაროლი, "პაროლის" ველის გასწვრივ დააჭირეთ "თვალის" სიმბოლოს.

მონაცემების შეყვანის შემდეგ, დააჭირეთ ლურჯ ღილაკს წარწერით "შესვლა". თუ მონაცემები სწორია, თქვენ წარმატებით შეხვალთ თქვენს CityPay-ს საფულეში.

ალტერნატიული შესვლა: ავტორიზაციის გვერდზე ასევე მოცემულია ალტერნატიული შესვლის მეთოდები: Google-ის, Telegram-ისა და Apple-ის ლოგოების სახით. შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ამ მეთოდების გამოყენებით, თუ თქვენი CityPay-ს ანგარიში მათთან არის დაკავშირებული.

Did this answer your question?