საფულეების ბალანსზე არსებული აქტივების შესაბამისი ფიატ (ტრადიციული ვალუტა) ღირებულება, შესაძლებელია აკონტროლოთ ლარში და დოლარში.
სასურველი ფორმატის ასარჩევად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
დეშბორდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია თქვენი ვერიფიცირებული ანგარიშის ინიციალი (სახელის პირველი ასო).
ინიციალზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პროფილის ფანჯარა, სადაც ხედავთ მენიუს.
მენიუს ჩამონათვალში აირჩიეთ „ვალუტა“ და მონიშნეთ სასურველი სიმბოლო (GEL ან USD).
შენიშვნა: ვალუტის ცვლილება მხოლოდ ბალანსის ჩვენების ფორმატს ცვლის და არ არის დაკავშირებული აქტივების ღირებულების შეცვლასთან.