დეშბორდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია თქვენი ვერიფიცირებული ანგარიშის ინიციალი (სახელის პირველი ასო). მასზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პროფილის მენიუ.
მენიუდან აირჩიეთ „პარამეტრები“.
„პარამეტრების“ გვერდზე, „უსაფრთხოების“ სექციაში, „ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA)“ გასწვრივ გადაწიეთ ჩართვის ღილაკი.
გამოჩნდება Google Authenticator-ის დიალოგური ფანჯარა QR კოდით და საიდუმლო გასაღებით:
გადმოწერეთ აპლიკაცია
დაასკანერეთ ბარკოდი
შეიყვანეთ 6 ციფრიანი კოდი
შეინახეთ კოდი.
დიალოგურ ფანჯარაში, მითითებულ ველში, შეიყვანეთ Google Authenticator-ის მიერ გენერირებული კოდი.
დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“.
შედეგად, თქვენი ანგარიში დაცული იქნება ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციით (2FA).