Skip to main content

ბალანსის შევსება Apple Pay/Google Pay-ით

Updated this week

ბალანსის შევსება ხდება CityPay-ს ვალუტის საფულეზე (GELX/USDX), რომლის მიზანია მარტივად და ეფექტურად შეიძინოთ ვირტუალური აქტივები ან/და გადარიცხოთ ტოკენიზებული, ვირტუალური ფიატ აქტივები (GELX/USDX) CityPay-ს სხვა მომხმარებელთან.

CityPay-ს დეშბორდის მთავარ გვერდზე მოცემულია თქვენი ვალუტის საფულე: GELX და USDX. ბალანსის შესავსებად, დააჭირეთ სასურველი ვალუტასთან არსებულ "დეპოზიტის" ღილაკს.

"დეპოზიტის" ღილაკზე დაჭერის შემდეგ, შეიყვანეთ სასურველი თანხის ოდენობა და დააჭირეთ ღილაკს "გადახდა".

შენიშვნა: ვალუტაში შემოტანილი თანხა, ლარი და აშშ დოლარი, აისახება თქვენს ბალანსზე შესაბამისი სტაბილური ტოკენით, GELX და USDX, ფიქსირებული გაცვლითი კურსით 1:1.

"გადახდა" ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადამისამართდებით Keepz-ის საგადახდო სისტემაში, სადაც ჩამოთვლილია გადახდის შემდეგი მეთოდები: Apple Pay/Google Pay, Bank Card და Online Bank (Bank of Georgia, TBC Bank, Credo Bank, Liberty Bank).

Desktop ვერსიით სარგებლობის შემთხვევაში, გადახდის მეთოდების გასწვრივ მოცემულია QR კოდი, რომლის დასკანერებაც საშუალებას გაძლევთ გადახდის პროცესი გააგრძელოთ მობილურ მოწყობილობაში.

Apple Pay/Google Pay მეთოდის არჩევისას, "Pay" ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება მობილურ მოწყობილობაში დამატებული ბარათების სია; აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბარათი და შეასრულეთ გადახდა.

წარმატებული გადახდის დამადასტურებელ შეტყობინებას მიიღებთ ელ.ფოსტაზე და თანხა მომენტალურად აგესახებათ საფულის ბალანზე.

Did this answer your question?