Skip to main content

სტანდარტული წესები და პირობები

Updated this week

მომსახურების წინამდებარე სტანდარტული წესები და პირობები (შემდგომში - „პირობები“) ფორმდება თქვენსა (შემდგომში ასევე მოხსენებული როგორც „მომხმარებელი“) და შპს სითი ფეის (შემდგომში - „სითი ფეი“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) შორის. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს, ვინაიდან ისინი სავალდებულოა და არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებებისა და ვებგვერდის - https://www.“სითი ფეი“.io/ (შემდგომში -„პლატფორმა”) გამოყენებას.

ჩვენი მომსახურების ან პლატფორმის გამოყენებით ან ანგარიშის შექმნით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

1.ტერმინთა განმარტება

ამ პირობებში გამოყენებულ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

AML/CFT - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ქმედებები;

„სითი ფეი“ Coin – ვირტუალური აქტივი, რომელიც „სითი ფეი“-ის მიერ არის გამოცემული და მიბმულია ლართან (GEL), აშშ დოლართან (USD) ან ევროსთან (EUR), რათა შეინარჩუნოს სტაბილური ღირებულება;

კომუნიკაციები – ნებისმიერი და ყველა სახის კომუნიკაცია, მათ შორის შეტყობინებები, შეთანხმებები, დოკუმენტები, ცნობები და განცხადებები;

ICO – ვირტუალური აქტივის საწყისი შეთავაზება, რა დროსაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „სითი ფეი“ Coin;

კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;

პარტნიორი ბანკი – კომერციული ბანკი, რომელიც მოქმედებს და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელთანაც „სითი ფეი“-ს დამყარებული აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურებების მისაწოდებლად;

პარტნიორი PSP – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც მოქმედებს და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელთანაც „სითი ფეი“-ს დამყარებული აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურებების მისაწოდებლად;

პარტნიორი VASP – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელთანაც „სითი ფეი“-ს დამყარებული აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურებების მისაწოდებლად;

მომსახურებები – ვირტუალური აქტივის შენახვა, ყიდვა, გაყიდვა და გადაცვლა;

მხარდაჭერილი ვალუტა – ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD), ევრო (EUR);

მხარდაჭერილი მერჩანტი – მერჩანტი, რომელსაც აქვს ანგარიში პლატფორმაზე ან არის პარტნიორი PSP-ის კლიენტი და იყენებს „სითი ფეი“-ის მომსახურებებს;

მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი – BTC, BTC Lightning, LTC, Polygon USDT, Tron USDT, BCH, BTG, EURT და GELC;

VASP – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;

ვირტუალური აქტივი – ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთ-ჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას

ვირტუალური აქტივის საფულე – მომხმარებლის ვირტუალური აქტივის საფულე, რომელიც შექმნილია პლატფორმაზე ან პარტნიორი VASP-ების პლატფორმებზე.

2. არა-საინვესტიციო, არა-საბროკერო და არა-სადაზღვევო რჩევა

  • არა-საინვესტიციო რჩევა. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ვაცხადებთ, რომ „სითი ფეი“ არ გთავაზობთ საინვესტიციო, საგადასახადო ან იურიდიულ რჩევებს და თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი შეაფასოთ არის თუ არა ნებისმიერი გადახდა ან ტრანზაქცია თქვენი პირადი მიზნების, ფინანსური მდგომარეობის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით თქვენთვის მისაღები. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო, ფინანსურ, სავაჭრო ან სხვა სახის რჩევას და არ უნდა განიხილოთ ასეთად. „სითი ფეი“ არ გასცემს რეკომენდაციას, რომ თქვენ იყიდოთ, დააგროვოთ, გაყიდოთ ან შეინახოთ რაიმე ვირტუალური აქტივი. „სითი ფეი“ არ იქნება პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც თქვენ მიიღებთ ვირტუალური აქტივების ყიდვის, გაყიდვის ან შენახვის შესახებ, „სითი ფეი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

  • არა-საბროკერო რჩევა. „სითი ფეი“ არ ახორციელებს ტრანზაქციებს თქვენი სახელით. ყველა ტრანზაქცია პლატფორმაზე შესრულებულია ავტომატურად, თქვენი ინსტრუქციების პარამეტრების შესაბამისად.

  • არა-სადაზღვევო რჩევა. „სითი ფეი“ არ არის ბანკი ან სხვა სადეპოზიტო ინსტიტუტი. თქვენი ანგარიში არ არის სადეპოზიტო ან საბანკო ანგარიში. თქვენი ანგარიში და ვირტუალური აქტივები არ არის დაფარული დანაკარგებისაგან დაზღვევით ან სხვა დაცვით შესაბამის ინდუსტრიაში მოქმედი სხვა ორგანიზაციისგან.

3. რისკის აღიარება

ვირტუალური აქტივების ღირებულება შეიძლება მერყეობდეს, რაც იწვევს პოტენციურ მოგებას ან ზარალს. არსებობს ფინანსური დანაკარგის მნიშვნელოვანი რისკი ვირტუალური აქტივების ყიდვის, გაყიდვის, შენახვის ან ინვესტირების დროს. რეკომენდირებულია, რომ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ფინანსურ მრჩეველთან, იურიდიულ ან საგადასახადო კონსულტანტთან, რათა შეაფასოთ თქვენი სპეციფიკური ვითარება და ფინანსური მდგომარეობა და განსაზღვროთ არის თუ არა ვირტუალური აქტივებით ვაჭრობა ან შენახვა თქვენთვის მისაღები.

4. ანგარიშის შექმნა

უფლებაუნარიანობა:

  • ფიზიკური პირის შემთხვევაში: მომსახურებების ან პლატფორმის გამოყენებისათვის თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის.

  • იურიდიული პირის შემთხვევაში: თქვენ უნდა იყოთ სათანადოდ ორგანიზებული და კანონიერად დაფუძნებული თქვენი იურიდიული პირის იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • უფლებამოსილება. პლატფორმაზე ანგარიშის შექმნით ან ჩვენი მომსახურებებით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ სრული უფლებამოსილება დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს სხვა შეთანხმებების დარღვევის გარეშე და რომ არ გაქვთ შეზღუდვა ჩვენი მომსახურებებით სარგებლობაზე.

  • რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. მომსახურებებით სარგებლობისთვის თქვენ უნდა შექმნათ „სითი ფეი“-ს ანგარიში. თქვენ მოგიწევთ გარკვეული საიდენტიფიკაციო პროცედურების გავლა SumSub-ის ვერიფიკაციის პლატფორმის მეშვეობით, სანამ მომსახურებებით სარგებლობის უფლება გექნებათ. რეგისტრაციისას ან თქვენი ანგარიშის გამოყენებისას თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ ანგარიში შექმენით და მას გამოიყენებთ მხოლოდ საკუთარი და არა მესამე პირის სახელით, თუ არ გაქვთ აღნიშნული მესამე მხარის წერილობითი თანხმობა. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ყველა აქტივობაზე, რომელიც განხორციელდება თქვენს ანგარიშზე.

  • ანგარიშის მართვა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ, უარი გითხრათ ანგარიშის გახსნაზე, შევაჩეროთ ან გავაუქმოთ თქვენი ნებისმიერი ანგარიში, შევაჩეროთ ან გავაუქმოთ თქვენი ანგარიშიდან ვირტუალური აქტივების გაგზავნა, ან შევაჩეროთ ან გავაუქმოთ ვირტუალური აქტივებით ვაჭრობა თქვენს ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • თანხმობა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე, დამუშავებასა და შენახვაზე. თქვენი ანგარიშის რეგისტრაციის პროცესში ან ნებისმიერ სხვა დროს, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს „სითი ფეი“, თქვენ ეთანხმებით, რომ მოგვაწოდებთ ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იდენტიფიკაციის, მომსახურებების მიწოდების, AML/CFT-ის, თაღლითობის ან სხვა ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით. თქვენ ასევე გვაძლევთ ნებართვას შევინახოთ აღნიშნული ინფორმაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს პირად დეტალებს, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბიომეტრიული ინფორმაცია და საბანკო ანგარიშის ინფორმაცია (მაგალითად, ბანკის სახელი, ანგარიშის ტიპი, ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი). გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს და რა უფლებებით ვსარგებლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით.

  • წვდომა. მომსახურებებზე წვდომა შესაძლებელია პირდაპირ პლატფორმის მეშვეობით. მნიშვნელოვანი ცვლილებების ან მაღალი ტრაფიკის პერიოდებში, მომსახურებებზე წვდომა შეიძლება შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაგვიანება ბრძანების შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება, არ ვიძლევით გარანტიას პლატფორმის ან სხვა მომსახურებების უწყვეტი ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ნებისმიერი შეკვეთა შესრულდება, მიიღება ან დარჩება ღია. „სითი ფეი“ არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოწვეულია ტრანზაქციების დამუშავების დაგვიანებით, ტრანზაქციების განხორციელების შეუძლებლობით ან „სითი ფეი“-ს მხარდაჭერის მხრიდან დროული პასუხის ნაკლებობით. ასევე, „სითი ფეი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე ზარალისთვის, რომელიც შეიძლება განიცადოთ ვირტუალური აქტივების ღირებულებების ან ფასების ვარდნის ან ზრდის გამო.

5. ICO

  • „სითი ფეი“ Coin-ის სახელი: GELX, USDX, EURX

  • დაკავშირებული/მიბმული აქტივი: ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD) ან ევრო (EUR)

  • მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები: BTC, BTC Lightning, LTC, Polygon USDT, Tron USDT, BCH, BTG და EURT

  • მხარდაჭერილი ვალუტა: ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD) ან ევრო (EUR)

  • შესყიდვის პროცედურა: მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „სითი ფეი“ Coin პლატფორმის მეშვეობით მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივის ან მხარდაჭერილი ვალუტის გაგზავნით ამ პირობების 12.3 მუხლში მითითებულ საფულეზე ან საბანკო ანგარიშის მისამართზ. გადახდის მიღებისთანავე შესაბამისი რაოდენობის „სითი ფეი“ Coin აისახება მომხმარებლის საფულეში დაუყოვნებლივ.

  • ლიმიტები. „სითი ფეი“ Coin-ის შეძენის ლიმიტები დამოკიდებული იქნება თქვენსა და
    „სითი ფეის“ შორის შეთანხმებაზე.

6. საფულის სერვისები

  • საფულესთან დაკავშირებული სერვისები. თქვენი ანგარიშის ფარგლებში, „სითი ფეი“ მოგაწვდით ვირტუალური აქტივის საფულეს მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების შესანახად. „სითი ფეი“-ს საფულის პროგრამული უზრუნველყოფის და არა-კასტოდიური საფულის მომსახურების მიმწოდებელია პარტნიორის მეშვეობით (პარტნიორი). კერძოდ, პარტნიორი „სითი ფეი“-ს აძლევს ინსტრუმენტებს API და ვებ ინტერფეისის მეშვეობით არა-კასტოდიური საფულეების შესაქმნელად მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივებისთვის. პარტნიორი ფლობს კრიპტოგრაფიული გასაღებების უმცირესობას, რაც საჭიროა საფულის ხელმისაწვდომობის და მართვისთვის, ხოლო „სითი ფეი“ რჩება გასაღებების უმრავლესობის მფლობელად. ვირტუალური აქტივის საფულე საშუალებას გაძლევთ შეინახოთ, აკონტროლოთ, გადარიცხოთ და მართოთ თქვენი მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების ბალანსები.

  • მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები. თქვენი ვირტუალური აქტივის საფულე, რომელიც შეიქმნა პლატფორმაზე, განკუთვნილია მხოლოდ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების სათანადო გამოყენებისთვის. არანაირ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ თქვენი ვირტუალური აქტივის საფულის გამოყენება სხვა აქტივების შესანახად, გასაგზავნად, მოთხოვნისთვის ან მიღებისთვის, თუ ისინი არ არის მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ პლატფორმაზე თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ საფულეზე მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების გარდა სხვა აქტივი იქნება გაგზავნილი. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ „სითი ფეი“ არ არის პასუხისმგებელი არამხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებზე.

  • ვირტუალური აქტივის მეურვეობა და საკუთრება. ყველა მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი, რომელიც ინახება თქვენს ვირტუალური აქტივის საფულეში, არის
    აქტივი, რომელსაც „სითი ფეი“-ს მიერ ფლობს თქვენს სასარგებლოდ. თუმცა, როგორც აღწერილია 6.1 მუხლში, პარტნიორი ფლობს კრიპტოგრაფიული გასაღებების უმცირესობას როგორც არა-კასტოდიური საფულის მომსახურების მიმწოდებელი.

  • საკუთრება. მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების საკუთრების უფლება ყოველთვის რჩება თქვენთან და არ გადაეცემა „სითი ფეი“-ს. ყველა ვირტუალური აქტივი, რომლებიც განთავსებულია ვირტუალური აქტივების საფულეებში, არის მომხმარებლების, ისინი არ არის „სითი ფეი“-ის საკუთრება და არ ექვემდებარება „სითი ფეი“-ის კრედიტორების მოთხოვნებს. როგორც თქვენი ვირტუალური აქტივის საფულეში არსებული მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების მესაკუთრე, თქვენ ატარებთ ყველა რისკს ამ აქტივების დაკარგვის შემთხვევაში. „სითი ფეი“ არ იქნება პასუხისმგებელი მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების ვარდნის ან დაკარგვის რისკზე. არცერთი მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი, რომელიც ინახება თქვენს ვირტუალური აქტივის საფულეში, არ არის „სითი ფეი“-ის საკუთრება და არ შეიძლება გაიცეს „სითი ფეი“-ზე სესხის სახით; „სითი ფეი“ არ წარმოადგენს და არ განიხილავს მომხმარებლის ვირტუალურ აქტივებს როგორც „სითი ფეი“-ის საკუთრებას. „სითი ფეი“-ს არ აქვს უფლება თქვენს საფულეში განთავსებული ვირტუალური აქტივის ნაყოფზე. გარდა კანონმდებლობით ან ამ პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „სითი ფეი“ არ გაყიდის, გადარიცხავს, გაასესხებს ან სხვანაირად გაასხვისებს თქვენს ვირტუალურ აქტივებს თქვენი ინსტრუქციის გარეშე.

  • კონტროლი. მომხმარებელი აკონტროლებს ვირტუალურ აქტივებს, რომლებიც ინახება პლატფორმაზე შექმნილ მათ ვირტუალური აქტივის საფულეში. ნებისმიერ დროს, გათიშვების, შეჩერებების, პროტოკოლის მოთხოვნების, ბლოკჩეინ ოპერაციების შესრულების დროის და სხვა შესაბამისი პოლიტიკების გათვალისწინებით, მომხმარებელს შეუძლია გაიტანოს თავისი მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები „სითი ფეი“-სთვის შესაბამისი მითითების მიცემით, რათა ჩამოეჭრას შესაბამისი მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი მომხმარებლის ვირტუალური აქტივების საფულიდან და გადარიცხოს მის მიერ მითითებულ სხვა ბლოკჩეინ მისამართზე.

7. კონვერტაცია და გადარიცხვა

  • გაცვლა. მომხმარებელს შეუძლია მხარდაჭერილ ვალუტაში გადაცვალოს მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი, რომლებიც მას განთავსებული აქვთ პლატფორმაზე ან პარტნიორი VASP-ის პლატფორმაზე არსებულ ვირტუალური აქტივის საფულეში. ამისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია, მათ შორის მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების რაოდენობა, ვირტუალური აქტივის საფულის მისამართი და საბანკო ანგარიშის დეტალები, რათა მოხდეს შესაბამისი მხარდაჭერილი ვალუტის გადარიცხვა. მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების მხარდაჭერილ ვალუტაში წარმატებული გაცვლის შემდეგ, „სითი ფეი“ გადარიცხავს შესაბამის ვალუტას მომხმარებლის მითითებულ საბანკო ანგარიშზე. მომხმარებელი არის პასუხისმგებელი საბანკო ანგარიშის ზუსტი დეტალების მოწოდებაზე. „სითი ფეი“ არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული საბანკო ანგარიშის დეტალებით. შესაბამისი ვალუტის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებული იქნება საბანკო სისტემასა და მომხმარებლის ბანკის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დროზე.

  • კონვერტაციის ინიცირება მხარდაჭერილ მერჩანტთან. მომხმარებლებს შეუძლიათ დაიწყონ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების კონვერტაცია მხარდაჭერილ ვალუტაში, რათა შეიძინონ საქონელი ან მომსახურება მხარდაჭერილი მერჩანტისგან (1) „სითი ფეი“-ის POS ტერმინალის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია QR კოდის სკანირება, რითაც მომხმარებელი დაუკავშირდება მის ვირტუალური აქტივის საფულეს პლატფორმაზე ან პარტნიორი VASP-ების პლატფორმაზე; (2) ბმულის მეშვეობით; ან (3) მხარდაჭერილი მერჩანტის ელექტრონული კომერციის ვებსაიტიდან.

  • გადარიცხვა მხარდაჭერილ მერჩანტთან. როდესაც „სითი ფეი“ დააკონვერტირებს მომხმარებლის მხარდაჭერილ ვირტუალურ აქტივს მხარდაჭერილ ვალუტაში, შესაბამისი ოდენობის ვალუტა გადაერიცხება პარტნიორ PSP-ს ან პარტნიორ ბანკს, რომლებიც აღნიშნულ თანხას გადაიტანენ მხარდაჭერილი მერჩანტის ანგარიშზე.

  • ტრანზაქციის მოსაკრებლები. ტრანზაქციის განხორციელებისას მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მოსაკრებელი, რომლის შესახებაც მას ეცნობება ტრანზაქციის განხორციელებისას.

  • გაცვლითი კურსი. გაცვლითი კურსი განისაზღვრება სითი ფეის მიერ ტრანზაქციის დროს და შეიძლება იყოს განსხვავებული.

  • გაუქმება. როდესაც გვაძლევთ ინსტრუქციას, რომ დავაკონვერტოთ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივი მხარდაჭერილ ვალუტაში, თქვენ ვერ შეძლებთ ამ ტრანზაქციის შემდგომში გაუქმებას.

  • არაავტორიზებული და არასწორი ტრანზაქციები. როდესაც ვირტუალური აქტივის კონვერტაცია ხდება თქვენი დეტალების გამოყენებით, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ აავტორიზირებთ ამ ტრანზაქციას, თუ სხვაგვარად არ შეგვატყობინებთ. თუ ფიქრობთ, რომ არ დაგიავტორიზებიათ კონკრეტული ტრანზაქცია ან რომ ტრანზაქცია არასწორად შესრულდა, უნდა დაგვიკავშირდეთ კომუნიკაციის არხების მეშვეობით, რომლებიც მოცემულია 10.1 მუხლში. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი ვირტუალური აქტივის საფულე და თქვენი ტრანზაქციების ისტორია, რათა დროულად შეგვატყობინოთ ნებისმიერ არაავტორიზებულ ან არასწორ ტრანზაქციაზე. არაავტორიზებული ტრანზაქციის შეტყობინება არ იძლევა გარანტიას, რომ „სითი ფეი“ შეძლებს ტრანზაქციის შეცვლას ან თქვენი ტრანზაქციის ანაზღაურებას.

  • შეცვლა და გაუქმება. თქვენ ვერ შეძლებთ უკვე ინიცირებული ტრანზაქციის გაუქმებას ან შეცვლას, რომელიც მონიშნულია როგორც დასრულებული ან მიმდინარე.

  • სხვა ვირტუალური აქტივების ყიდვა. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები სხვა მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების გამოყენებით პლატფორმაზე. შეძენის ინიცირებისთვის, მომხმარებლებმა უნდა აირჩიონ სასურველი ვირტუალური აქტივი შესაძენად და მიუთითონ ვირტუალური აქტივი, რომელიც გამოყენებული იქნება გადახდისთვის. ტრანზაქციის განხორციელებისას, პლატფორმაზე მოწოდებული იქნება ინფორმაცია გაცვლითი კურსისა და ნებისმიერი მოქმედი მოსაკრებლების შესახებ. გაცვლითი კურსი და მოსაკრებლები შეიძლება შეიცვალოს და განსხვავდებოდეს ბაზრის პირობებზე დაყრდნობით. ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ, გადახდისთვის გამოყენებული ვირტუალური აქტივის განსაზღვრული რაოდენობა ჩამოიჭრება მომხმარებლის ვირტუალური აქტივის საფულიდან. შეძენილი ვირტუალური აქტივი ჩაირიცხება მომხმარებლის ვირტუალური აქტივის საფულეში ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ. ჩვენ გირჩევთ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის ვირტუალური აქტივის გაყიდვამდე სატესტოდ ტრანზაქცია ჯერ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივების მცირე რაოდენობით განახორციელოთ.

  • დაბრუნება და ჩარიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერილი მერჩანტი დაიწყებს დაკონვერტებული ვირტუალური აქტივის მომხმარებლისათვის დაბრუნების პროცესს პლატფორმაზე, მომხმარებელი მიიღებს დასაბრუნებელი თანხის ექვივალენტი ღირებულების City Pay Coin-ს მინუს ტრანზაქციის მოსაკრებელი.

8. ზოგადი ვალდებულებები

  • პაროლის უსაფრთხოება. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ძლიერი პაროლის შექმნაზე და ნებისმიერი და ყველა ელექტრონული მოწყობილობის, ID-ის, პაროლების, მინიშნებების, პირადი საიდენტიფიკაციო ნომრების (PIN-ების), API გასაღებების ან სხვა კოდების უსაფრთხოების და კონტროლის შენარჩუნებაზე, რომელსაც იყენებთ პლატფორმაზე ან მომსახურებებზე წვდომისას. აღნიშნული ინფორმაციის და/ან თქვენი პირადი ინფორმაციის დაკარგვამ ან კომპრომეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე მხარის მიერ თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა, ანგარიშზე არსებული ვირტუალური აქტივების დაკარგვა ან ქურდობა, ასევე თქვენი დაკავშირებული საბანკო ანგარიშ(ებ)ისა და საკრედიტო ბარათ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ თქვენს ანგარიშში ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი იყოს განახლებული, რათა მიიღოთ ჩვენი გამოგზავნილი შეტყობინებები ან გაფრთხილებები. არასოდეს უნდა დაუშვათ დისტანციური წვდომა ან გაუზიაროთ თქვენი კომპიუტერი და/ან კომპიუტერის ეკრანი სხვას, როდესაც თქვენი ანგარიში გახსნილია. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც შეიძლება განიცადოთ ანგარიშში შესვლის პარამეტრების კომპრომეტაციის შედეგად, თუ ეს არ მოხდა „სითი ფეი“-ის ბრალით. ჩვენ ასევე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი მხრიდან ჩვენი შეტყობინებების ან გაფრთხილებების უგულებელყოფის გამო.

  • ვებგვერდის სიზუსტე. პლატფორმა შეიძლება ყოველთვის არ იყოს სრულიად ზუსტი, სრული ან განახლებული და შესაძლოა შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. იმის გამო, რომ გთავაზობთ მაქსიმალურად სრულ და ზუსტ ინფორმაციას, ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან განახლდეს დროდადრო შეტყობინების გარეშე, მათ შორის ჩვენი პოლიტიკის, პროდუქტის და მომსახურების შესახებ. შესაბამისად, უნდა გადაამოწმოთ მთელი ინფორმაცია, სანამ დაეყრდნობით მას, და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე, თქვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ასეთ გადაწყვეტილებებზე.

  • ზუსტი ინფორმაცია. თქვენი პასუხისმგებლობაა მოგვაწოდოთ ზუსტი, სრული და სწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია და უზრუნველყოთ მათი განახლება. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულ კომუნიკაციას, მაგრამ თქვენ მას არ მიიღებთ, რადგან თქვენი მთავარი ელფოსტის მისამართი არასწორია, ვადაგადაცილებულია, დაბლოკილია თქვენი სერვისის მიმწოდებლის მიერ, ან სხვაგვარად არ შეგიძლიათ მიიღოთ ელექტრონული კომუნიკაციები, მაინც ჩაითვლება, რომ კომუნიკაცია სათანადოდ არის მოწოდებული.

9. შეჩერება და გაუქმება

  • ჩვენი შეჩერების, შეწყვეტისა და გაუქმების უფლება. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი წვდომა ნებისმიერ ან ყველა მომსახურებაზე და/ან დეაქტივაცია გავუკეთოთ ან გავაუქმოთ თქვენი ანგარიშ(ებ)ი დაუყოვნებლივ, ნებისმიერი მიზეზით, ჩვენი შეხედულებისამებრ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არ გვაქვს ვალდებულება გაგიზიაროთ ჩვენი გადაწყვეტილების დეტალები. თქვენ აცხადებთ და აღიარებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გარკვეული მოქმედებების განხორციელებაზე, მათ შორის წვდომის შეზღუდვაზე, ანგარიშის შეჩერებაზე ან დახურვაზე, შეიძლება ეფუძნებოდეს კონფიდენციალურ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი AML/CFT და სხვა რისკის მართვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გაგიზიაროთ AML/CFT, რისკის მართვის და უსაფრთხოების პროცედურების დეტალები. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ მხარდაჭერილი ვირტუალური აქტივები ან ფონდები, რომლებიც განთავსებულია თქვენს ვირტუალური აქტივის საფულე(ებ)თან, ანგარიშის დეაქტივაციის ან გაუქმების შემდეგ გონივრულ დროში, თუ ასეთი გადატანა არ არის კანონმდებლობით აკრძალული.

  • თქვენი შეჩერების, შეწყვეტისა და გაუქმების უფლება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ან გააუქმოთ თქვენი ანგარიში პლატფორმაზე.

10. მომხმარებლის უკუკავშირი, შეკითხვები, საჩივრები და დავების გადაწყვეტა

  • დაგვიკავშირდით. თუ გაქვთ უკუკავშირი ან შეკითხვები, დაგვიკავშირდით ჩვენი მხარდაჭერის ან შემდეგი კომუნიკაციის არხების მეშვეობით:

ჩატი: Citypay.io

ელ. ფოსტა: support@citypay.io

ტელ: +995 598 52 20 00

მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა, N24, ოფისი 8, სადარბაზო 1, სართული 7

  • საჩივრის წარდგენის პროცედურა. თუ გაქვთ საჩივარი „სითი ფეი“-ის მიმართ, თქვენ ეთანხმებით, რომ პირველად დაუკავშირდებით „სითი ფეი“-ს მხარდაჭერის ჯგუფის მეშვეობით ამ დავის მოსაგვარებლად.

  • სასამართლო. თუ ვერ მოვაგვარებთ დავას ჩვენი მხარდაჭერის მეშვეობით, თქვენ ეთანხმებით, რომ დავა გადაეცემა საქართველოს სასამართლოებს საბოლოო გადაწყვეტისთვის.

11. პასუხისმგებლობები და ანაზღაურება

თუ თქვენ გაქვთ დავა ჩვენი მომსახურებების ერთ ან მეტ მომხმარებელთან, თქვენ ათავისუფლებთ „სითი ფეი“-ს, მის შვილობილ კომპანიებს და მომსახურების მიმწოდებლებს, და მათ შესაბამის ოფიცრებს, დირექტორებს, აგენტებს, პარტნიორებს, თანამშრომლებს და წარმომადგენლებს ყოველგვარი პრეტენზიისგან, მოთხოვნისგან და ზიანისგან (ფაქტობრივი და შედეგობრივი), რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ასეთ დავებთან. თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ „სითი ფეი“-ს, მის შვილობილ კომპანიებს და მომსახურების მიმწოდებლებს, და მათ შესაბამის ოფიცრებს, დირექტორებს, აგენტებს, პარტნიორებს, თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს ყოველგვარი პრეტენზიის ან მოთხოვნისგან (მათ შორის ადვოკატების საფასურების და ნებისმიერი ჯარიმებისგან, მოსაკრებლებისგან ან სანქციებისგან, რომლებიც დაწესებულია ნებისმიერი მარეგულირებელი ორგანოს მიერ), რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ პირობების დარღვევასთან ან რაიმე კანონის, წესის ან რეგულაციის ან მესამე პირის უფლებების დარღვევასთან.

12. ზოგადი დებულებები

  • ცვლილება. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ წინამდებარე პირობები ნებისმიერ დროს პლატფორმაზე განახლებული პირობების გამოქვეყნებით. განახლებული პირობები ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე, მაგრამ არ ექნება უკუძალა. თქვენი მომსახურების გამოყენების გაგრძელება განახლებული პირობების გამოქვეყნების შემდეგ ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ განახლებულ პირობებს. თუ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, თქვენი ერთადერთი და ექსკლუზიური საშუალება არის მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტა და ანგარიშის დახურვა.

  • კომუნიკაცია. თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თქვენს ანგარიშ(ებ)თან და მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით, მიიღოთ ელექტრონულად. ჩვენ მოგაწვდით ამ კომუნიკაციებს პლატფორმაზე განთავსებით, თქვენი პროფილის ძირითად ელფოსტაზე გაგზავნით, სწრაფი ჩატის მეშვეობით, და/ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციებით, როგორიცაა ტექსტური შეტყობინება ან მობილური push შეტყობინება.

  • საბანკო ანგარიში. „სითი ფეი“-ის საბანკო ანგარიშის დეტალები არის შემდეგი:

ბანკი: სს საქართველოს ბანკი

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE248G0000000161522353

  • ერთიანი შეთანხმება. წინამდებარე პირობები წარმოადგენს ერთიან და საბოლოო შეთანხმებას თქვენსა და „სითი ფეი“-ს შორის წინამდებარე პირობებში მოცემული საკითხების შესახებ და ანაცვლებს ნებისმიერ და ყველა მანამდე არსებულ განხილვას ან შეთანხმებას (მათ შორის პირობების წინა ვერსიებს).

  • სათაურები. წინამდებარე პირობებში სათაურები გამოყენებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე დებულების მნიშვნელობის განმარტად ან ინტერპრეტაციისთვის.

  • კონფიდენციალურობა. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა მიიღოთ ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს ამ პირობების ნაწილს.

  • გაყოფადობა. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება აღმოჩნდება კანონის ან რეგულაციის შეუსაბამო, ეს დებულება შეიცვლება და ინტერპრეტირებული იქნება იმგვარად, რათა შესრულდეს ამ დებულების მიზნები მაქსიმალურად კანონმდებლობის ფარგლებში და დანარჩენი დებულებების მოქმედებას ან აღსრულებადობას არ მიადგება ზიანი.

  • განგძობადობა. წინამდებარე პირობების ყველა დებულება, რომლებიც თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე ვრცელდება წინამდებარე პირობების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის შეჩერების ან შეწყვეტის, ანგარიშის დახურვის, პლატფორმის ზოგადი გამოყენების, დავების და ზოგადი მუხლები, გაგრძელდება პირობების შეწყვეტის ან ვადის ამოწურვის შემდეგ.

  • მარეგულირებელი კანონმდებლობა. თქვენ ეთანხმებით, რომ ამ პირობებს და ნებისმიერ დავას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.

  • ფორსმაჟორი. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი შეფერხებებზე, შესრულების წარუმატებლობაზე ან მომსახურების შეწყვეტაზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ისეთი გარემოებიდან, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმაა, მათ შორის, მაგრამ შეუზღუდავად ასეთი გარემოებები მოიცავს: ბაზრის მნიშვნელოვან ვოლატილობას, სტიქიურ უბედურებას,, სამოქალაქო ან სამხედრო უწყებების მოქმედებას, ტერორისტების მოქმედებას, სამოქალაქო არეულობას, ომს, გაფიცვას ან სხვა შრომით დავას, ხანძარს, ტელეკომუნიკაციების ან ინტერნეტ სერვისების ან ქსელის მიმწოდებლების მომსახურების შეფერხებას, აღჭურვილობის და/ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობას, პანდემიას, სხვა კატასტროფას ან ნებისმიერ სხვა მოვლენას, რომელიც ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმაა და არ იმოქმედებს დარჩენილი დებულებების მოქმედებასა და აღსრულებადობაზე.

  • მხარეთა ურთიერთობა. „სითი ფეი“ არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი ყველა მიზნით. ამ პირობებში არაფერი უნდა განიმარტოს ისე თითქოს მხარეებს შორის იქმნება პარტნიორობა ან ერთობლივი საწარმო ან თითქოს თქვენ გენიჭებათ უფლებამოსილება იმოქმედოთ „სითი ფეი“-ს აგენტის როლში.

  • ენა: წინამდებარე პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

Did this answer your question?