Skip to main content

ბალანსის შევსება PayBox-ით

Updated over 2 weeks ago

PayBox-ის სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით, CityPay-ს საფულის შესავსებად, მიჰყევით ინსტრუქციას:

  • PayBox-ის ეკრანზე იპოვეთ CityPay-ს ბანერი და დააჭირეთ მას (ან აირჩიეთ "ბანკები/ფინანსების" კატეგორია, შემდეგ "კრიპტო" და აირჩიეთ CityPay.io)

  • შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი - იდენტიფიკაციისთვის.

  • მობილური ნომრის დადასტურება - პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ, PayBox ავტომატურად გიჩვენებთ ნაწილობრივ დაფარულ მობილურის ნომერს. თუ ეკრანზე გამოტანილი ნომერი ემთხვევა თქვენსას, დააჭირეთ ღილაკს "არჩევა" (თუ მოცემული ნომერი თქვენთვის უცნობია, დააჭირეთ "სხვა ნომრის მოძიებას").

  • SMS კოდის შეყვანა - უსაფრთხოების მიზნით, არჩეულ ნომერზე გაიგზავნება ერთჯერადი SMS კოდი; კოდის შეყვანის შემდეგ კი დასრულდება ვერიფიკაციის პროცესი.

  • პირადი ნომრის დადასტურება - ამ გვერდზე გამოჩნდება ავტომატურად შევსებული პირადი ნომრის ველი და იმ შემთხვევაში თუ ეს პირადი ნომერი ემთხვევა თქვენ პირად ნომერს, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგ".

  • "შემდეგ" ღილაკზე დაჭერისას, გადადიხართ გადახდის გვერდზე, სადაც მოცემულია თქვენი CityPay-ს ID და ერთჯერადად შესატანი თანხის ლიმიტი. შეიტანეთ აპარატში თქვენთვის სასურველი თანხა (მოცემული ლიმიტის ფარგლებში) და გადახდის დასადასტურებლად, დააჭირეთ "შემდეგს".

გაითვალისწინეთ: PayBox-ის აპარატიდან შესაძლებელია მხოლოდ ლარის შეტანა და შესაბამისად, შეტანილი თანხა აგესახებათ GELX-ის ბალანსზე.

Did this answer your question?