Skip to main content

როგორ გავაკეთო კონვერტაცია CityPay-ს საფულეზე ?

Updated over a week ago

არსებობს კონვერტაციის 4 მეთოდი:

1. ფიატიდან კრიპტოში (GELX/USDX → კრიპტო)

იმისათვის, რომ შეძლოთ კრიპტო ანგარიშსწორება, აუცილებელია ფიატ ვალუტა გადააკონვერტიროთ კრიპტოში.

2. ფიატიდან ფიატში (GELX ↔ USDX)

იმისათვის, რომ ლარი გადაახურდაოთ დოლარში, ან პირიქით, თქვენი საჭიროებისამებრ.

3. კრიპტოდან კრიპტოში (მაგ. BTC ↔ USDt)

თუ გსურთ ერთი კრიპტო აქტივი გადაცვალოთ მეორე კრიპტო აქტივში.

4. კრიპტოდან ფიატში (კრიპტო → GELX/USDX)

კრიპტოდან ფიატში კონვერტაცია დაგჭირდებათ, თუ გსურთ გაიტანოთ თანხა CityPay-ს საფულიდან.

კონვერტაციის გვერდი:

CityPay-ს მთავარი გვერდიდან აირჩიეთ "კონვერტაცია", თქვენ გადამისამათდებით კონვერტაციის გვერდზე.

  • პირველ ველში უთითებთ იმ ვალუტას ან კრიპტოს, რომლის გადაცვლაც გსურთ.

  • ქვედა-მეორე ველში კი უთითებთ იმ ვალუტას ან კრიპტოს, რომლის მიღებაც გსურთ.

  • ასევე უთითებთ გასაცვლელი ვალუტის / კრიპტოს ოდენობას ან მისაღები ვალუტის / კრიპტოს ოდენობას.

კონვერტაციის ჩარჩოს ქვემოთ იხილავთ, თქვენს მიერ არჩეული წყვილების გაცვლით კურსს.

შენიშვნა: კონვერტაციის დადასტურებამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ ყველა დეტალი.

  • თუ ყველა მონაცემი სწორია, დააჭირეთ ღილაკს "კონვერტაცია".

კონვერტაციის დასრულება:

  • კონვერტაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება და მიიღებთ კონვერტაციის დამადასტურებელ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

Did this answer your question?