არსებობს კონვერტაციის 4 მეთოდი:
1. ფიატიდან კრიპტოში (GELX/USDX → კრიპტო)
იმისათვის, რომ შეძლოთ კრიპტო ანგარიშსწორება, აუცილებელია ფიატ ვალუტა გადააკონვერტიროთ კრიპტოში.
2. ფიატიდან ფიატში (GELX ↔ USDX)
იმისათვის, რომ ლარი გადაახურდაოთ დოლარში, ან პირიქით, თქვენი საჭიროებისამებრ.
3. კრიპტოდან კრიპტოში (მაგ. BTC ↔ USDt)
თუ გსურთ ერთი კრიპტო აქტივი გადაცვალოთ მეორე კრიპტო აქტივში.
4. კრიპტოდან ფიატში (კრიპტო → GELX/USDX)
კრიპტოდან ფიატში კონვერტაცია დაგჭირდებათ, თუ გსურთ გაიტანოთ თანხა CityPay-ს საფულიდან.
კონვერტაციის გვერდი:
CityPay-ს მთავარი გვერდიდან აირჩიეთ "კონვერტაცია", თქვენ გადამისამათდებით კონვერტაციის გვერდზე.
პირველ ველში უთითებთ იმ ვალუტას ან კრიპტოს, რომლის გადაცვლაც გსურთ.
ქვედა-მეორე ველში კი უთითებთ იმ ვალუტას ან კრიპტოს, რომლის მიღებაც გსურთ.
ასევე უთითებთ გასაცვლელი ვალუტის / კრიპტოს ოდენობას ან მისაღები ვალუტის / კრიპტოს ოდენობას.
კონვერტაციის ჩარჩოს ქვემოთ იხილავთ, თქვენს მიერ არჩეული წყვილების გაცვლით კურსს.
შენიშვნა: კონვერტაციის დადასტურებამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ ყველა დეტალი.
თუ ყველა მონაცემი სწორია, დააჭირეთ ღილაკს "კონვერტაცია".
კონვერტაციის დასრულება:
კონვერტაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება და მიიღებთ კონვერტაციის დამადასტურებელ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.