Skip to main content

როგორ გავგზავნო კრიპტო სხვა საფულეზე?

Updated over 2 weeks ago

კრიპტოს გაგზავნისთვის, გადადით კრიპტო საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ კრიპტო აქტივთან არსებულ "გაგზავნა" ღილაკს, რის შემდეგაც:

  • გაიხსნება კრიპტოს გაგზავნის ფანჯარა.

  • ველში "მიმღების მისამართი" შეიყვანეთ იმ კრიპტო საფულის მისამართი, სადაც გსურთ კრიპტოს გაგზავნა.

  • სისტემაში ინტეგრირებულია მისამართის ვალიდაციის მექანიზმი:

    • სწორი მისამართის შემთხვევაში - ჩანს მწვანე ინდიკატორი.

    • არასწორი მისამართის შემთხვევაში - სისტემის მიერ გამოჩნდება შეტყობინება: "არასწორი კრიპტო მისამართის ფორმატი".

  • შემდეგ ველში შეიყვანეთ გასაგზავნი კრიპტოს რაოდენობა, კრიპტოში ან ტრადიციულ ვალუტაში; ველი აღჭურვილია სწრაფი არჩევნის ფუნქციებითაც:

    • Min - მინიმალური გადასარიცხი ოდენობა (ნეთვორქის საკომისიოს გათვალისწინებით).

    • Half - ხელმისაწვდომი ბალანსის 50%.

    • All - ბალანსის სრული გაგზავნა.

  • საჭირო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".

  • ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება და მიიღებთ გაგზავნის დამადასტურებელ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

გაგზავნის საკომისიო

  • CityPay-დან CityPay-ზე: თუ თანხას უგზავნით CityPay-ს სხვა მომხმარებელს, გაგზავნის საკომისიო 0-ია.

  • გარე საფულეზე: გარე საფულეზე გადარიცხვის დროს მომხმარებელი იხდის მხოლოდ ქსელის საკომისიოს (Network Fees), რაც დამოკიდებულია ქსელის დატვირთულობაზე.

შენიშვნა: კრიპტოს გაგზავნისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმღების მისამართსა და ქსელს. არასწორ მისამართზე ან ქსელზე გაგზავნილი კრიპტო შესაძლოა დაიკარგოს!

Did this answer your question?