Skip to main content

როგორ გავგზავნო ან მივიღო GELX / USDX CityPay-ს საფულეზე?

Updated over a week ago

CityPay-ში GELX / USDX-ის კრიპროთი დეპოზიტი (გადმორიცხვა)

GELX / USDX-ის CityPay-ს სხვა მომხმარებლის საფულიდან გადმოსარიცხად გადადით ვალუტის საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ ფიატ-კრიპტო აქტივთან არსებულ "დეპოზიტ" ღილაკს, რის შემდეგაც:

  • იხსნება დეპოზიტის ფანჯარა

  • შემოტანის მეთოდში აირჩიეთ "კრიპტო"

  • ეკრანზე გამოჩნდება თქვენი უნიკალური მისამართი, რომელიც შეგიძლიათ:

    • დააკოპიროთ და გაუზიაროთ გადმომრიცხავ პირს,

    • ან გადმომრიცხავმა პირმა დაასკანოროს შესაბამისი QR კოდი სხვა მოწყობილობიდან და ისე განახორციელოს გადმორიცხვა.

CityPay-ში GELX / USDX კრიპტოს გატანა (გადარიცხვა)

GELX / USDX-ის CityPay-ს სხვა მომხმარებლის საფულეზე გასაგზავნად გადადით ვალუტის საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ ფიატ-კრიპტო აქტივთან არსებულ "გატანა" ღილაკს, რის შემდეგაც:

  • გაიხსნება გატანის ფანჯარა

  • გატანის მეთოდში აირჩიეთ "კრიპტო"

  • ეკრანზე გამოჩნდება "მისამართი & თანხა" ველები, სადაც უთითებთ:

    • მიმღების GELX / USDX Polygon ქსელის მისამართს (რადგან აღნიშნული ტოკენები, Polygon ქსელზეა შექმნილი).

    • შემდეგ ველში შეიყვანეთ გადასარიცხი თანხის ოდენობა, კრიპტოში ან ტრადიციულ ვალუტაში; ველი აღჭურვილია სწრაფი არჩევნის ფუნქციებითაც: (Min - მინიმალური გადასარიცხი ოდენობა, Half - ხელმისაწვდომი ბალანსის 50%, All - ბალანსის სრული გაგზავნა).

  • საჭირო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".

  • ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება და მიიღებთ გაგზავნის დამადასტურებელ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ GELX / USDX შექმნილია მხოლოდ CityPay-ს შიდა სისტემისთვის და მისი გადარიცხვა სხვა - გარე საფულეზე შეუძლებელია!

Did this answer your question?