CityPay-ში GELX / USDX-ის კრიპროთი დეპოზიტი (გადმორიცხვა)
GELX / USDX-ის CityPay-ს სხვა მომხმარებლის საფულიდან გადმოსარიცხად გადადით ვალუტის საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ ფიატ-კრიპტო აქტივთან არსებულ "დეპოზიტ" ღილაკს, რის შემდეგაც:
იხსნება დეპოზიტის ფანჯარა
შემოტანის მეთოდში აირჩიეთ "კრიპტო"
ეკრანზე გამოჩნდება თქვენი უნიკალური მისამართი, რომელიც შეგიძლიათ:
დააკოპიროთ და გაუზიაროთ გადმომრიცხავ პირს,
ან გადმომრიცხავმა პირმა დაასკანოროს შესაბამისი QR კოდი სხვა მოწყობილობიდან და ისე განახორციელოს გადმორიცხვა.
CityPay-ში GELX / USDX კრიპტოს გატანა (გადარიცხვა)
GELX / USDX-ის CityPay-ს სხვა მომხმარებლის საფულეზე გასაგზავნად გადადით ვალუტის საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ ფიატ-კრიპტო აქტივთან არსებულ "გატანა" ღილაკს, რის შემდეგაც:
გაიხსნება გატანის ფანჯარა
გატანის მეთოდში აირჩიეთ "კრიპტო"
ეკრანზე გამოჩნდება "მისამართი & თანხა" ველები, სადაც უთითებთ:
მიმღების GELX / USDX Polygon ქსელის მისამართს (რადგან აღნიშნული ტოკენები, Polygon ქსელზეა შექმნილი).
შემდეგ ველში შეიყვანეთ გადასარიცხი თანხის ოდენობა, კრიპტოში ან ტრადიციულ ვალუტაში; ველი აღჭურვილია სწრაფი არჩევნის ფუნქციებითაც: (Min - მინიმალური გადასარიცხი ოდენობა, Half - ხელმისაწვდომი ბალანსის 50%, All - ბალანსის სრული გაგზავნა).
საჭირო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".
ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება და მიიღებთ გაგზავნის დამადასტურებელ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ GELX / USDX შექმნილია მხოლოდ CityPay-ს შიდა სისტემისთვის და მისი გადარიცხვა სხვა - გარე საფულეზე შეუძლებელია!