GELX / USDX-ის საბანკო ანგარიშზე გასატანად გადადით ვალუტის საფულეების სექციაში და დააჭირეთ სასურველ ფიატ-კრიპტო აქტივთან არსებულ "გატანა" ღილაკს, რის შემდეგაც:
იხსნება გატანის ფანჯარა
გატანის მეთოდში აირჩიეთ "ვალუტა"
ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი ველები:
თანხა - ცარიელ ველში შეიყვანეთ ის რაოდენობა, რომლის გატანაც გსურთ (GELX ან USDX). შეყვანილი თანხის ველის ქვემოთ ნახავთ ხშირად გამოყენებული თანხების სწრაფ ვარიანტებს.
სად ვაგზავნით: შეიყვანეთ იმ ანგარიშის ნომერი (ამ ეტაპზე მხოლოდ, საქართველოს ბანკის), სადაც გსურთ თანხის მიღება.
საჭირო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება".
ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი ბალანსი მომენტალურად განახლდება, ხოლო გატანილი თანხა წარმატებით აგესახებათ საქართველოს ბანკის ანგარიშზე მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.