Skip to main content

როგორ შევამოწმო ტრანზაქციების ისტორია?

Updated over a week ago

CityPay-ს მთავარი გვერდიდან აირჩიეთ "ტრანზაქციები", თქვენ გადამისამართდებით ტრანზაქციების გვერდზე, სადაც მოცემულია თქვენი საფულიდან ყველა შესრულებული ოპერაცია შემდეგი დეტალებით:

  • თარიღი და დრო

  • აქტივი

  • ტიპი (მაგ: დეპოზიტი, გატანა, კონვერტაცია, გაგზავნა, მიღება)

  • თანხა

  • ტრანზაქციის ID (უნიკალური შიდა იდენტიფიკატორი)

  • ტრანზაქციის სტატუსი (მაგ: დადასტურებულია, დამუშავების პროცესშია, უარყოფილია)

  • ქმედება (დეტალური ინფორმაციის სანახავად, კონკრეტულ ტრანზაქციაზე).

ასევე შესაძლებელია ფილტრის გამოყენება და ტრანზაქციების დახარისხება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თარიღი: განსაზღვრეთ კონკრეტული პერიოდი - მიუთითეთ საწყისი და საბოლოო თარიღები, რომლის ფარგლებშიც გსურთ ტრანზაქციების ნახვა.

  • აქტივი: აირჩიეთ კონკრეტული ვალუტა ან კრიპტოვალუტა, რომლის ტრანზაქციების ნახვაც გსურთ.

  • ტიპი: მონიშნეთ სასურველი ტრანზაქციის ტიპი: მიღებული, გაგზავნილი, კონვერტაცია, გადახდა, ქეშბექი, ფიატის მიღება ან გაგზავნა.

  • თანხა: მინიმალური და მაქსიმალური თანხის ზღვარი, რათა იხილოთ მხოლოდ შესაბამისი ტრანზაქციები.

  • სტატუსი: აირჩიეთ ტრანზაქციის სტატუსი: დადასტურებულია, დამუშავების პროცესშია ან/და უარყოფილია.

Did this answer your question?