CityPay-ს მთავარი გვერდიდან აირჩიეთ "ტრანზაქციები", თქვენ გადამისამართდებით ტრანზაქციების გვერდზე, სადაც მოცემულია თქვენი საფულიდან ყველა შესრულებული ოპერაცია შემდეგი დეტალებით:
თარიღი და დრო
აქტივი
ტიპი (მაგ: დეპოზიტი, გატანა, კონვერტაცია, გაგზავნა, მიღება)
თანხა
ტრანზაქციის ID (უნიკალური შიდა იდენტიფიკატორი)
ტრანზაქციის სტატუსი (მაგ: დადასტურებულია, დამუშავების პროცესშია, უარყოფილია)
ქმედება (დეტალური ინფორმაციის სანახავად, კონკრეტულ ტრანზაქციაზე).
ასევე შესაძლებელია ფილტრის გამოყენება და ტრანზაქციების დახარისხება შემდეგი კრიტერიუმებით:
თარიღი: განსაზღვრეთ კონკრეტული პერიოდი - მიუთითეთ საწყისი და საბოლოო თარიღები, რომლის ფარგლებშიც გსურთ ტრანზაქციების ნახვა.
აქტივი: აირჩიეთ კონკრეტული ვალუტა ან კრიპტოვალუტა, რომლის ტრანზაქციების ნახვაც გსურთ.
ტიპი: მონიშნეთ სასურველი ტრანზაქციის ტიპი: მიღებული, გაგზავნილი, კონვერტაცია, გადახდა, ქეშბექი, ფიატის მიღება ან გაგზავნა.
თანხა: მინიმალური და მაქსიმალური თანხის ზღვარი, რათა იხილოთ მხოლოდ შესაბამისი ტრანზაქციები.
სტატუსი: აირჩიეთ ტრანზაქციის სტატუსი: დადასტურებულია, დამუშავების პროცესშია ან/და უარყოფილია.