კრიპტოს მისაღებად საკმარისია რამდენიმე მარტივი ქმედება:
გადადი კრიპტო საფულეების სექციაში.
აირჩიე სასურველი კოინი და დააჭირე ღილაკს „მიღება“.
მიღების ფანჯარაში გამოჩნდება:
QR კოდი - შეგიძლია დაასკანერო სხვა მოწყობილობით. სკანირებისას შენი უნიკალური მისამართი ავტომატურად აისახება იმ საფულეში, საიდანაც იგზავნება კრიპტო. ეს გამორიცხავს შეცდომას, მისამართის ხელით შეყვანისას.
მისამართის კოპირება - შეგიძლია შენი უნიკალური მისამართი დააკოპირო და ამ ფორმით გააზიარო ან შენით თუ ირიცხავ, ჩასვა იმ საფულის ან ბირჟის გამოსაგზავნ ველში, საიდანაც იგზავნება კრიპტო.
ორივე ვარიანტი (QR ან მისამართის დაკოპირება) ემსახურება ერთ მიზანს - სწორად მიუთითო მიმღების მისამართი, რომ კრიპტო სწორად მიიღო შენს CityPay-ის საფულეში.
4. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია დააგენერირო ახალი მისამართი
(თითოეულ საფულეზე მაქსიმუმ 4 მისამართის გენერაციაა შესაძლებელი,
ყველა ერთსა და იმავე კრიპტო აქტივის საფულესთან იქნება
დაკავშირებული).
5. როგორც კი ტრანზაქცია წარმატებით შესრულდება, შენი ბალანსი
ავტომატურად განახლდება და ელფოსტაზე მიიღებ მიღების
დამადასტურებელ შეტყობინებას.
შენიშვნა: კრიპტოს გაგზავნისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმღების მისამართსა და ქსელს. არასწორ მისამართზე ან ქსელზე გაგზავნილი კრიპტო შესაძლოა დაიკარგოს!