Skip to main content

სპეციალური შეთავაზება Pixel Token-ის მფლობელებისთვის - USD → USDt 1:1 კურსით

Updated over 2 weeks ago

CityPay გთავაზობთ სპეციალურ პირობებს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფლობენ Pixel Token-ს მინიმუმ 500 USD ეკვივალენტში. შეთავაზების ფარგლებში, ივნისის თვის ჩათვლით შეგიძლიათ USD-ის კონვერტაცია USDt-ში 1:1 კურსით, მაქსიმუმ 10,000 USD-მდე.

ვის ეხება შეთავაზება

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს პირობას:

  • ფლობს Pixel Token-ს მინიმუმ 500 USD ეკვივალენტში

შეთავაზება არ გულისხმობს Pixel Token-ის კონვერტაციას. შეთავაზება ეხება USD → USDt კონვერტაციას 1:1 კურსით, ხოლო Pixel Token-ის ფლობა არის წინაპირობა/კრიტერიუმი.

შეთავაზების პირობები

  • კურსი: USD → USDt = 1:1

  • ლიმიტი: თვეში მაქსიმუმ 10,000 USD (შეთავაზების ფარგლებში)

  • ვადა: მოქმედებს ივნისის თვის ჩათვლით

როგორ მუშაობს დადასტურება

CityPay-ს აქვს მომხმარებელთა სია, რომლის საფუძველზეც:

  • ავტომატურად/ოპერატორის მიერ მოწმდება, აკმაყოფილებთ თუ არა Pixel Token-ის ფლობის კრიტერიუმს (≥ 500 USD ეკვივალენტი)

  • დადასტურების შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენოთ შეთავაზება USD → USDt 1:1 კურსით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში

როგორ ვისარგებლო შეთავაზებით

  1. გახსენით ჩატი CityPay Support-თან

  2. მოგვწერეთ შეტყობინება

  3. მიუთითეთ:

    • თქვენი CityPay ანგარიშის იდენტიფიკატორი (ელ.ფოსტა ან თქვენი მომხმარებლის ID)

    • სასურველი კონვერტაციის თანხა (USD)

Support გუნდი გადაამოწმებს თქვენს სტატუსს სიაში და დაგიდასტურებთ შემდეგ ნაბიჯებს.


მნიშვნელოვანი შენიშვნა: CityPay.io-ს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, არ განახორციელოს მომხმარებლის საფულეზე აქტივის დარიცხვა და/ან შეზღუდოს მომხმარებლის საფულეში დარიცხული აქტივების გამოყენება/გააუქმოს დარიცხული აქტივები (მათ შორის, საეჭვო ტრანზაქციების შემთხვევაში).

Did this answer your question?