▪️ შეკვეთის გასაფორმებლად, უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილზე.
(კითხვის შემთხვევაში - "როგორ დავრეგისტრირდე", გთხოვთ იხ. ბმული: https://t2m.io/vaUGBU3X )

▪️ პროფილზე შესვლის შემდგომ, თქვენ გამოგიჩნდებათ ფანჯარა, სადაც იქნება ჩამოთვლილი სერვისის ძირითადი კატეგორიები. მაგ. : უნივერსალური სამუშაოები, სანტექნიკა, ელექტროობა და ა.შ.

▪️ იმ შემთხვევაში, თუ ვერ იპოვით სასურველ სერვისს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძიების ღილაკი.

▪️ ძიების ღილაკზე დაჭერის შემდგომ, გამოგიჩნდებათ ველი -" საკვანძო სიტყვის ძიება",სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი სერვისი.

▪️  ძიების ღილაკი გიპოვით სერვისი/კატეგორიას, სადაც იქნება თქვენს მიერ მოძებნილი სერვისი. არჩევისთვის უნდა დააჭიროთ სერვისი/კატეგორიის ველს.

▪️ წინამდებარე ველის არჩევის შემდგომ, გაგეხნებათ ფანჯარა, სადაც იქნება თქვენს მიერ არჩეული სერვისი. არჩევისთვის უნდა დააჭიროთ სერვისის ველს.


▪️ სერვისის არჩევის შემდგომ, გაგეხსნებათ ფანჯარა, სადაც იხილავთ სამუშაოების ჩამონათვალს. არჩევისთვის უნდა დააჭიროთ თქვენთვის სასურველ მომსახურების ველს. (მაგ.: მონტაჟი I დემონტაჟი).

▪️ მომსახურების არჩევის შემდგომ, აპლიკაცია დამაზუსტებელი კითხვების მეშვეობით დაგაზუსტებინებთ სერვისს, რათა სწორად მოხდეს ოსტატის მოძიება და ტარიფის ჩვენება.

▪️ დამაზუსტებელი კითხვების გავლის შემდგომ, გაგეხსნებათ ფანჯარა, სადაც გაეცნობით შეკვეთის დეტალებს.
ასევე შეძლებთ აღწეროთ თქვენი სამუშაო და ჩაწეროთ ყველა დეტალი თქვენი შეკვეთის შესახებ ველში - "სამუშაოს აღწერა".

▪️ მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში, სავალდებულოდ მიუთითოთ სერვისის რაოდენობა. რაოდენობას აირჩევთ ველში "რაოდენობა" - პლუს ან მინუს ღილაკის მეშვეობით.


▪️ სამუშაოს აღწერასთან ერთად, შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოსურათი, რაც უფრო ნათელს გახდის PROFY-თვის თქვენს მიერ არჩეულ შესასრულებელ სამუშაოს.

▪️ ყველა ზემოთ აღნიშნული ეტაპის გავლის შემდგომ, უნდა დააჭიროთ ველს "გაგრძელება"

▪️ სერვისის არჩევის შემდგომ, უნდა აირჩიოთ მისამართი და დააჭიროთ "მისმართის არჩევა"-ს.

"მისმართის არჩევა"-ზე დაჭერის შემდგომ, გამოგიჩნდებათ  ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ ველს - "ლოკაციის ძებნა".

▪️ თუ შეკვეთას აფორმებთ იმავე ლოკაციაზე, სადაც შეკვეთის გაფორმების მომონტში იმყოფებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ველს "Select this location". 

▪️ მისამართის არჩევის შემდგომ, უნდა დააჭიროთ ველს "კომენტარი" და სავალდებულოდ მიუთითოთ დამატებითი ინფორმაცია მისამართის შესახებ (მაგ.: კორპუსი, სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი). 

▪️PROFY-ს არჩევამდე  შეგიძლიათ სერვისის დამატება. ამისათვის  უნდა დადგეთ ველზე "შეკვეთის დამატება" და დააჭიროთ პლუს ნიშანს.

▪️ PROFY-ს და დროის ასარჩევად უნდა დააჭიროთ ველს  "PROFY I ფასები"

▪️ "PROFY I ფასები" -ის არჩევის შემდგომ გაგეხსენბათ ფანჯარა, სადაც იხილავთ PROFY-ებს და ფასებს.

▪️ დამატებით შეგიძლიათ  გაფილტროთ PROFY-ები ფასის ზრდა/კლების ან რეიტინგის მიხედვით. ამისათვის უნდა დააჭიროთ ველს "რეკომენდირებული". 

▪️ PROFY-ის არჩევამდე შეგიძლიათ გაეცნოთ მის რეიტინგს, შესრულებული სამუშაოების რაოდენობას  და მომხმარებლის კომენტარებს. ამისათვის უნდა დააჭიროთ  PROFY- ის ფოტოს.


▪️ თქვენთვის სასურველი PROFY- ის ასარჩევად, უნდა დააჭიროთ  მისი პროფილის ქვემოთ მდებარე ველს - "განრიგი".

▪️ PROFY- ის "განრიგი"-ზე დაჭერის შედგომ, უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო. ამისათვის უნდა დააჭიროთ  "თარიღი" და "დრო" -ის ქვემოთ არსებულ ველებს და აირჩიოთ სასურველი დღე და საათი.


▪️ სასურველი დროის მონიშვნის შემდგომ, უნდა დააჭიროთ ველს "არჩევა"

▪️ ველზე "არჩევა" დაჭერის შემდგომ გაგეხსნებათ ახალი ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ ველს "აირჩიე ბარათი".

▪️ "აირჩიე ბარათი" - ველზე  დაჭერის შემდგომ, გამოგიჩნდებათ ახალი ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ ველს- "ბარათის დამატება" და შეიყვანოთ ბარათის მონაცემები. ბარათის მონაცემების შეყვანის შემდგომ, უნდა დააჭიროთ ველს "გადახდა".

შენიშვნა: "გადახდა"-ზე დაჭერის დროს არ ხდება თანხის ჩამოჭრა, ხდება მხოლოდ ბარათის მონაცემების შენახვა.

▪️ ველზე "გადახდა" დაჭერის შემდგომ გაგეხსნებათ ფანჯარა, სადაც დაინახავთ შეკვეთის დეტალებს. შეკვეთის დასადასტურებლად უნდა დააჭიროთ ველს "გადახდა".


▪️ ყველა ზემოთ აღნიშნული პროცესის გავლის შემდგომ თქვენი შეკვეთა დარეგიტრირდება. 

Did this answer your question?