Skip to main content

აპლიკაცია ტელევიზორისთვის

აპლიკაცია ტელევიზორისათვის

Eto avatar
Written by Eto
Updated over 2 weeks ago

სეტანტა სპორტსის აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელევიზორზეც შეგიძლია.

თუ უკვე გაქვს აპლიკაცია და გსურს ტელევიზორიდან წვდომა:

  • გახსენით Setanta Sports-ის აპლიკაცია თქვენს მობილურ ტელეფონში

  • შედით თქვენი ანგარიშის გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს ტელევიზორით შესვლა

  • შეიყვანეთ ტელევიზორის ეკრანზე მოცემული პინ კოდი და ავტომატურად შეხვალთ სისტემაში

თუ თქვენს ანგარიშში შესვლა სმარტფონის აპლიკაციის გარეშე გსურთ:

  • თქვენი ტელევიზორის პულტზე დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ

  • შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, პაროლი და დააჭირეთ ღილაკს შესვლა

Android TV-ზე აპლიკაციის მარტივად გამოსაყენებლად, გთავაზობთ, უყუროთ ჩვენს საინფორმაციო ვიდეოს.

აირჩიეთ მოწყობილობა, რომელსაც იყენებთ და მიჰყევით ინსტრუქციას აპლიკაციის ჩამოსატვირთად.

სამსუნგი:

თქვენი სამსუნგის ტელევიზორში სეტანტა სპორტის აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა:

  • მოწყობილობის ოპერაციული სისტემა იყოს Tizen 5.5 ან უფრო ახალი ვერსია

  • დარწმუნდით, რომ მოწყობილობის ადგილმდებარეობაში მონიშნულია ქვეყანა, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი პლატფორმა.

გაითვალისწინე, ტელევიზორში მდებარეობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება და არსებული აპლიკაციების წაშლა. ამის შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილი აპლიკაციები.

თქვენი ტელევიზორის მდებარეობის შესაცვლელად, გირჩევთ დაუკავშირდეთ სამსუნგის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

ელჯი:

თქვენი ელჯის ტელევიზორში სეტანტა სპორტის აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა:

  • მოწყობილობის ოპერაციული სისტემა იყოს Webos 5.5 ან უფრო ახალი ვერსია

  • დარწმუნდით, რომ მოწყობილობის ადგილმდებარეობაში მონიშნულია ქვეყანა, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი პლატფორმა.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, 2017 წლიდან 2022 წლამდე მოდელებისთვის ადგილმდებარეობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონის ქვეყნების მონიშვნა, სადაც წარმოებულია მოწყობილობა.

თქვენი ტელევიზორის მდებარეობის შესაცვლელად, გირჩევთ დაუკავშირდეთ ელჯის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

ანდროიდი:

თქვენი ანდროიდის ტელევიზორში სეტანტა სპორტის აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა:

  • მოწყობილობის ოპერაციული სისტემა იყოს 5.0 Lollipop ან უფრო ახალი ვერსია

  • დარწმუნდით, რომ მოწყობილობის ადგილმდებარეობაში მონიშნულია ქვეყანა, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი პლატფორმა.

ჰაისენსი:

თქვენი ჰაისენსის ტელევიზორში სეტანტა სპორტის აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა:

  • მოწყობილობის ოპერაციული სისტემა იყოს VIDAA U3 ან უფრო ახალი ვერსია

  • დარწმუნდით, რომ მოწყობილობის ადგილმდებარეობაში მონიშნულია ქვეყანა, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი პლატფორმა.

    🚩 გაითვალისწინეთ, სეტანტა სპორტსის აპლიკაცია არ არის ხელმისაწვდომი Apple TV-ზე.

Did this answer your question?