რომელ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი Setanta Sports?
ქვემოთ მოცემულია ქვეყნების სრული სია, სადაც Setantasports.com პლატფორმა ხელმისაწვდომია:
საქართველო
აზერბაიჯანი
ესტონეთი
თურქმენეთი
ლატვია
ლიეტუვა
მოლდოვა
ტაჯიკეთი
უზბეკეთი
უკრაინა
ფილიპინები
ყაზახეთი
ყირგიზეთი
შენიშვნა: Setanta + Netflix პაკეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში — საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილო ბმულზე Fan Pack.
როგორ მოქმედებს მდებარეობა Setanta Sports-ზე წვდომაზე
Setanta Sports-ზე წვდომა დამოკიდებულია შენს ამჟამინდელ მდებარეობაზე და არა იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში შეიძინე გამოწერა ან სად შექმენი ანგარიში.
შემიძლია თუ არა ვისარგებლო Setanta Sports-ით საზღვარგარეთ?
სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ 13 ქვეყანაში. თუ გამოწერას შეიძინ ერთ-ერთ მათგანში, მაგრამ გაემგზავრები ისეთ რეგიონში, სადაც სერვისი არ მოქმედებს, პლატფორმაზე წვდომა შეგეზღუდება.
შემიძლია თუ არა Setanta Sports-ის გამოყენება ხელმისაწვდომ ქვეყნებს შორის მოგზაურობისას?
სერვისზე წვდომა და მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლია მხოლოდ იმ 13 ქვეყანაში, სადაც პლატფორმა ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, თუ სად შექმენი თავდაპირველად ანგარიში.
შენიშვნა: ხელმისაწვდომი კონტენტი შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. ინფორმაცია კონტენტის შესახებ შეგიძლია იხილო აქ — კონტენტი.
ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
შემიძლია თუ არა VPN-ის გამოყენება სერვისზე წვდომისთვის?
შემიძლია თუ არა VPN-ის გამოყენება სერვისზე წვდომისთვის?
VPN-ით ან მსგავსი ტექნოლოგიით სერვისის მიღება არ არის შესაძლებელი. Setanta Sports-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც პლატფორმა ხელმისაწვდომია.
შემიძლია თუ არა ანგარიშის პარამეტრებიდან რეგიონის შეცვლა კონტენტზე წვდომის მისაღებად?
შემიძლია თუ არა ანგარიშის პარამეტრებიდან რეგიონის შეცვლა კონტენტზე წვდომის მისაღებად?
Setanta Sports-ის ანგარიშიდან რეგიონის შეცვლა არ არის შესაძლებელი. წვდომა სერვისზე განისაზღვრება შენი ამჟამინდელი მდებარეობით და არა ანგარიშის პარამეტრებით.
რა გავაკეთო, თუ პლატფორმა ხელმისაწვდომია ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ვხედავ შეტყობინებას: „კონტენტი მიუწვდომელია თქვენს რეგიონში“?
რა გავაკეთო, თუ პლატფორმა ხელმისაწვდომია ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ვხედავ შეტყობინებას: „კონტენტი მიუწვდომელია თქვენს რეგიონში“?
ეს შეტყობინება შეიძლება გამოჩნდეს შემდეგი მიზეზების გამო:
კონტენტის რეგიონალური ხელმისაწვდომობა
დარწმუნდი, რომ იმყოფები ისეთ ქვეყანაში, სადაც Setanta Sports-ის პლატფორმა ხელმისაწვდომია და ცდილობ უყურო კონტენტს, რომელიც ხელმისაწვდომია შენი მიმდინარე რეგიონისთვის.
IP მისამართის არასწორი იდენტიფიკაცია
Wi-Fi-ის გამოყენებისას შენი IP მისამართი შესაძლოა შეცდომით აღიქმებოდეს. სცადე სხვა ინტერნეტზე გადართვა, რათა გადაამოწმო, არის თუ არა სირთულე დაკავშირებული Wi-Fi ქსელთან. თუ იგივე შეტყობინება კვლავ გამოჩნდება, დაუკავშირდი Setanta Sports-ის მხარდაჭერის გუნდს.
ვგეგმავ გადასვლას ქვეყანაში, სადაც Setanta Sports-ის პლატფორმა მიუწვდომელია. რა მოუვა ჩემს აქტიურ გამოწერას?
ვგეგმავ გადასვლას ქვეყანაში, სადაც Setanta Sports-ის პლატფორმა მიუწვდომელია. რა მოუვა ჩემს აქტიურ გამოწერას?
Setanta Sports-ის გამოწერა გრძელდება ავტომატურად მანამ, სანამ მას თავად არ გააუქმებ. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოწერის სტატუსი გამგზავრებამდე გადაამოწმო.
ხელმისაწვდომია თუ არა Setanta Sports-ის პლატფორმა სომხეთში?
ხელმისაწვდომია თუ არა Setanta Sports-ის პლატფორმა სომხეთში?
Setantasports.com პლატფორმა არ არის ხელმისაწვდომი სომხეთში. თუმცა, მოცემულ ქვეყანაში ხელმისაწვდომია ტელეარხი. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე პროვაიდერს.
