Skip to main content

შეძენის აღდგენა

გაიგე, როგორ აღადგინო აპლიკაციაში შეძენილი გამოწერა

Written by Badri
Updated over 3 weeks ago

როდის შეიძლება დამჭირდეს შეძენის აღდგენა?

თუ გადახდა წარმატებით შესრულდა, თუმცა კონტენტზე წვდომა არ გაიხსნა - ლაივებს და ჩანაწერებს ბოქლომის სიმბოლო ადევს, ასეთ შემთხვევაში, შეძენის აღდგენა დაგჭირდება. აღდგენის დროს თანხა განმეორებით არ ჩამოგეჭრება.

შენიშვნა: შეძენის აღდგენა ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ გამოწერებისთვის, რომლებიც შეძენილია აპლიკაციაში - App Store-ის ან Google Play-ის მეშვეობით. თუ გამოწერა ბრაუზერიდან შეიძინე, აღდგენა არ იქნება საჭირო.


როგორ ხდება შეძენის აღდგენა?

შეძენის აღსადგენად Setanta Sports-ის აპლიკაცია დაგჭირდება.

თუ გამოწერა შეიძინე App Store-ის მეშვეობით - გამოიყენე iOS აპლიკაცია. თუ Google Play-ის მეშვეობით - გამოიყენე Android აპლიკაცია.

მნიშვნელოვანია: შეძენის აღდგენისას, დარწმუნდი, რომ App Store / Google Play-ში შესული ხარ იმავე Apple ID-ით / Google-ანგარიშით, რომლითაც გამოწერა შეიძინე.


როგორ მოვიქცე, თუ კონტენტზე წვდომა მაინც არ გაიხსნა?

თუ შეძენის აღდგენის შემდეგ კონტენტზე წვდომა არ გაიხსნა, სცადე შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეამოწმე App Store / Google Play-ის ანგარიში
    გახსენი App Store / Google Play → გამოწერები და დარწმუნდი, რომ Setanta Sports ჩანს იმ ანგარიშის გამოწერებში, რომლითაც ამჟამად ხარ ავტორიზებული.

  2. შეამოწმე Setanta Sports-ის ანგარიში
    Setanta Sports-ის აპლიკაციაში საჭიროა ავტორიზირებული იყო იმ ელ-ფოსტით, რომელიც გამოიყენე გამოწერის შეძენისას Setanta Sports-ის აპლიკაციაში. ეს ელფოსტა შეიძლება განსხვავდებოდეს Apple ID-ისგან / Google-ანგარიშისგან.

  3. გამოიყენე სწორი მოწყობილობა

    • თუ გამოწერა შეიძინე App Store-ის მეშვეობით → აღდგენა შეასრულე iOS-მოწყობილობაზე.

    • თუ გამოწერა შეიძინე Google Play-ის მეშვეობით → აღდგენა შეასრულე Android-მოწყობილობაზე.

  4. Setanta Sports-ის აპლიკაციის რეინსტალაცია
    წაშალე Setanta Sports-ის აპლიკაცია და თავიდან ჩამოტვირთე. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულე შეძენის აღდგენა.


გჭირდება დამატებითი დახმარება? 💛

დაუკავშირდი ჩვენს მეგობრულ გუნდს ონლაინ ჩათის საშუალებით ან ელფოსტაზე: support@setantasports.com.

Did this answer your question?