სეტანტა სპორტსისა და ნეტფლიქსის ერთობლივი პაკეტის ფარგლებში არაერთი საინტერესო სპორტული და კინომოვლენა ვნახეთ, თუმცა Fan Pack-ის მოქმედების ვადა დასასრულს მიუახლოვდა.
16 ნოემბრიდან Fan Pack-ის გამოწერის შეძენა Setanta Sports-ზე აღარ იქნება შესაძლებელი. თუმცა, თუ გამოწერა უკვე შეძენილი გაქვთ, ორივე პლატფორმაზე წვდომა მიმდინარე გამოწერის ვადის დასრულებამდე შეგინარჩუნდებათ. შესაბამისად, გამოწერის გაუქმება თქვენი მხრიდან საჭირო არ არის.
სურვილის შემთხვევაში, კვლავ შეძლებთ Setanta Sports-ისა და Netflix-ის გამოწერების დამოუკიდებლად შეძენას. სეტანტა სპორტსის გამოწერის გასააქტიურებლად გახსენით ბმული.
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო სიახლეებსა და შეთავაზებებზე ზრუნვას. თვალი გვადევნეთ, რათა მნიშვნელოვანი სიახლეები და ფასდაკლებები არ გამოგრჩეთ!
