Setanta Sports-ის ტელეარხები
სეტანტა სპორტსი OTT პლატფორმასთან ერთად გთავაზობს სატელევიზიო არხებს, რომელთა სარგებლობაც ადგილობრივი TV-პროვაიდერების საშუალებით შეგიძლია:
სეტანტა სპორტს 1
სეტანტა სპორტს 2
სეტანტა სპორტს 3
შენიშვნა: Setanta Sports-ის ტელეარხები არ შედის Setantasports.com-ის გამოწერაში და წვდომის მისაღებად ცალკე გამოწერის შეძენა დაგჭირდება TV-პროვაიდერთან.
როგორ ვისარგებლო Setanta Sports-ის ტელეარხებით?
იმისთვის, რომ შეძლო სეტანტა სპორტსის არხებით სარგებლობა:
აუცილებელია, დაუკავშირდე შენს სატელევიზიო პროვაიდერს. ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას არხების ხელმისაწვდომობაზე, ინსტალაციასა და გადახდის მეთოდებზე.
მიჰყევი პროვაიდერის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას. აქტივაციის პროცესი თითოეულ პროვაიდერისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს.
შენიშვნა: სატელიტური ანტენით, Setanta Sports-ის სატელევიზიო არხები არ არის ხელმისაწვდომი.
Setanta Sports-ის არხების ტრანსლაციის ხარისხი
Setanta Sports-ის მხრიდან სატელევიზიო პროვაიდერებს კონტენტი მიეწოდება შემდეგ ფორმატში:
რეზოლუცია: Full HD 1920:1080
კადრების სიხშირე: 25 FPS
თუმცა, TV პროვაიდერს შეუძლია რეზოლუციის, კადრების სიხშირისა და სხვა პარამეტრების შეცვლა საკუთარი ტექნიკური კონფიგურაციის მიხედვით. შესაბამისად, საბოლოო ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს პროვაიდერის მიხედვით.
💡 რჩევები
შეძენამდე პროვაიდერთან გადაამოწმე, Setanta Sports-ის რომელი ტელეარხები შედის TV-პაკეტში.
დააზუსტე Full HD-ის ხელმისაწვდომობა: ზოგიერთ TV-პროვაიდერს შეუძლია შეცვალოს მაუწყებლობის ხარისხი. ამიტომ ყოველთვის გადაამოწმე პროვაიდერთან, რა ხარისხშია ხელმისაწვდომი არხები.
რა განსხვავებაა Setanta Sports-ის ტელეარხებსა და Setantasports.com პლატფორმას შორის?
რა განსხვავებაა Setanta Sports-ის ტელეარხებსა და Setantasports.com პლატფორმას შორის?
Setantasports.com არის OTT-პლატფორმა, რომლითაც შეგიძლია ისარგებლო სხვადასხვა მოწყობილობაზე, მათ შორის მობილური, კომპიუტერი და ტელევიზორი. სატელევიზიო არხებით სარგებლობას კი მხოლოდ ტელევიზორიდან შეძლებ.
პლატფორმაზე ერთდროულად შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რამდენიმე თამაში, სასურველს კი თავად აირჩევ. სატელევიზიო არზებზე კი მხოლოდ მიმდინარე ივენთის ნახვას შეძლებ.
როგორ შევცვალო კომენტირების ენა Setanta Sports-ის ტელეარხებზე?
როგორ შევცვალო კომენტირების ენა Setanta Sports-ის ტელეარხებზე?
კომენტირების ენის შეცვლა შესაძლოა განსხვავდებოდეს პროვაიდერების მიხედვით. ძირითადად, ენის შეცვლა დისტანციური მართვის პულტითაა შესაძლებელი. დეტალური ინსტრუქციისთვის დაუკავშირდი პროვაიდერს.
სად შემიძლია ვნახო Setanta Sports-ის ტელეარხების განრიგი?
სად შემიძლია ვნახო Setanta Sports-ის ტელეარხების განრიგი?
Setanta Sports-ის არხების განრიგის სანახავად, დაუკავშირდი TV-პროვაიდერს, ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას.
